პომპეო ისრაელში ქრისტიანი სიონისტების მუზეუმს ეწვია

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ისრაელში ვიზიტი, პარასკევს იერუსალიმის მუზეუმის სტუმრობით დაასრულა, რომელიც პატივს ქრისტიან სიონისტებს მიაგებს და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გამოჩენილმა ევანგელისტმა მრჩეველმა დააფუძნა.

ასევე ნახეთ: ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა



მუზეუმში სტუმრობა იმის მეორე დღეს მოხდა, როდესაც პომპეო გახდა პირველი სახელმწიფო მდივანი, რომელიც მდინარე იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სამოსახლოებს ეწვია. მან ასევე გამოაცხადა ახალი პოლიტიკის შესახებ, რომელიც ებრაული დასახლებიდან შეერთებულ შტატებში ექსპორტირებულ პროდუქციაზე, “დამზადებულია ისრაელში” დამღის დასმის ნებას დართავს. მან ასევე გამოაცხადა ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც პალესტინელების მიერ წარმართულ საერთაშორისო ბოიკოტის მოძრაობას შეებრძოლება.
ქრისტიანების სიონიზმი არის ზოგიერთი ქრისტიანის რწმენა, რომ ებრაელების წმინდა მიწაზე დაბრუნება და 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს დაარსება ბიბლიური წინასწარმეტყველების შესაბამისად მოხდა.

ასევე ნახეთ: ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ტრამპის დახმარებით ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს



“სიონის მეგობრების მუზეუმი”, ისრაელის ცნობილმა მხარდამჭერმა მაიკ ევანსმა დააფუძნა. ევანგელისტი ქრისტიანები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყველაზე ერთგულ მხარდამჭერთა შორის არიან და ისრაელისადმი მის უმაგალითო მხარდაჭერას მიესალმებიან. თუ პომპეო ტრამპის შემდეგ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას მოინდომებს, ევანგელისტები მისთვისაც მნიშვნელოვანი ამომრჩეველი იქნებიან.
პომპეომ მუზეუმში საჯარო განცხადება არ გააკეთა და ისრაელი შუადღეს დატოვა.