ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაწვეტის გეგმა წარადგინა


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 იანვარს, ახლო აღმოსავლეთში, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაწვეტის ახალი გეგმა წარადგინა. პრეზიდენტმა პალესტინის მხარეს „თეთრი სახლიდან“ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად მიმართა.

„ჩემი ხედვა, ორივე მხარისთვის მომგებიან შესაძლებლობას ქმნის, და ისრაელის უსაფრთხოებისადმი პალესტინის სახელმწიფოებრიობის რისკს აქრობს“, - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში.

გეგმა ითვალისწინებს, „დასავლეთ სანაპიროს“ სადაო ტერიტორიის ისრაელისთვის მინიჭებას, იერუსალიმის ისრაელის კონტროლის ქვეშ დატოვებას და პალესტინის მხარეს სთავაზობს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს, დემილიტარიზაციის და ჰამასის განიარაღების სანაცვლოდ.

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ პალესტინელებს შეუძლიათ დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში განათავსონ, თუმცა აღნიშნა, რომ დღევანდელ ბარიერს მიღმა არსებული ტერიტორია ისრაელის კონტროლის ქვეშ დარჩება. ტრამპი პალესტინელებს 50 მილიარდი დოლარის დახმარებას დაპირდა 10 წლის განმავლობაში, და აღნიშნა, რომ ეს დახმარება სამჯერ მეტია, ვიდრე პალესტინის მთლიანი შიდა პროდუქტი და მათ საშუალებას მისცემს სამუშაო ადგილები შექმნან და ეკონომიკა განავითარონ.

„თეთრს სახლში“ პალესტინის მხარე წარმოდგენილი არ იყო. ტრამპის გამოსვლიდან რამდენიმე საათში, პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა, წინადადება უარყო.

„იერუსალიმი არ იყიდება. ჩვენი უფლებები არ იყიდება. ჩვენ ამაზე არ ვივაჭრებთ. და თქვენი გეგმა, შეთქმულება, არ გაგივათ“, - განაცხადა პალესტინის მთავრობის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა.

ტრამპმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ მან აბასს წერილი გაუგზავნა, სადაც ის მას ურჩევს აირჩიოს „მშვიდობის გზა“. მან აღნიშნა, რომ გეგმის გაზიარების შემთხვევაში, ვაშინგტონი, პალესტინის მხარეს დაეხმარება. ტრამპმს იმედი აქვს, რომ პალესტინის მხარე, პირველადი უარყოფის მიუხედავად, წინადადებას განიხილავს.

„დროა, მუსლიმების სამყარომ, გამოასწოროს 1948 წლის შეცდომა, როცა მათ აირჩიეს აღიარების ნაცვლად, ისრაელის ახალ სახელმწიფოს თავს დასხმოდნენ“, - განაცხადა ტრამპმა.

ეგვიპტე, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მაშინ ისრაელს თავს დაესხა, გეგმას არ უარყოფს. ქაირომ განაცახადა, რომ ისინი მიესალმებიან შეერთებული შტატების მცდელობას, მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG