ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ავსტრალიაც განიხილავს


სკოტ მორისონი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მსგავსად, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას განიხილავს. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავსტრალიის საელჩო იერუსალიმში გადავა. ამის შესახებ პრემიერმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად თითქმის ერთი წლის წინ, 2018 წლის დეკემბერში აღიარა. შეერთებული შტატების საელჩო იერუსალიმში კი ოფიციალურად მაისში გაიხსნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG