"რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით ვდაგავართ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ჟრნალისტის კითხვაზე პასუხად, საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე, გააგრძელებს თუ არა აშშ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, პოსტსაარცევნო პროცესში.
"ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ნათლად ვაჩვენეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ამბიციას ევროკავშირში გაერთიანებაზე და რომ მომხრე ვართ მათი ევრო-ატლანტიკურ პარტნიორებთან სამომავლო ინტეგრაციის. როგორც იცით, გადახედვის ქვეშაა საკმაოდ დიდი მოცულობის ფულადი დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობა [ამერიკისგან] იღებდა და ამ დახმარებიდან 95 მილიონი დოლარი შეჩერებულია. ეს კი იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც ვნახეთ, რომ მათ [საქართველოს ხელისუფებამ], გადადგეს. განვიხლავთ დამატებით ნაბიჯებსაც, რისი გადადგმაც შეგვიძლია და საჭიროების შემთხვევაში, მათი გამოყენებისგან თავს არ შევიკავებთ", - თქვა მეთიუ მილერმა.
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მეთიუ მილერმა, ისევე როგორც სახელწმიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, განცხადებები გააკეთეს. ყველა მათგანი საარჩევნო დარღვევების და მათი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
ასევე ნახეთ: ბაიდენი: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა26 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე, ხმების თითქმის 54%-ით, „ქართული ოცნებაა“, სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა კი ასე გადანაწილდა:
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.