ჰერბსტი: ბაიდენს, ადმინისტრაციას, კონგრესს სჯერა, რომ "ქართული ოცნება" მზარდად აგრესიულ ავტორიტარულ პოლიტიკას ატარებს
Your browser doesn’t support HTML5
ირაკლი კობახიძე, ჯო ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე, არასასურველი სტუმარი აღმოჩნდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ მისი მოსაწვევი გააუქმა. "იმისთვის, რომ დავინახოთ, რატომ მიიღო ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება, აშშ-თან დაკავშირებით, ქართველი ლიდერების განცხადებებს უნდა შევხედოთ", - ამბობს უილიამ კორტნი.