თურქეთი, ოქტომბრიდან, ღაზiს ომის გამო ნატო-სა და ისრაელს შორის თანამშრომლობას ბლოკავს და აცხადებს, რომ ალიანსმა არ უნდა ითანამშრომლოს ისრაელთან, სანამ კონფლიქტი არ დასრულდება, - უცხადებენ პროცესთან დაკავშირებული წყაროები საინფორმაციო სააგენტო "როიტერს".
ისრაელი ნატოს პარტნიორის სტატუს აქვს და მჭიდროდ ურთიერთობს სამხედრო ალიანსთან და მის ზოგიერთ წევრთან, განსაკუთრებით, თავის უდიდეს მოკავშირე შეერთებულ შტატებთან.
ასევე ნახეთ: ვინ იყო ისმაილ ჰანიე და რას ნიშნავს მისი მკვლელობა „ჰამასისთვის“?ღაზაზე ისრაელის იერიშამდე, რითიც ისრაელმა "ჰამასს" მის წინააღმდეგ 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმას უპასუხა, ნატოს წევრი თურქეთი, ისრაელთან დიდი ხნის განმავლობაში დაძაბული კავშირების გაუმჯობესებაზე მუშაობდა.
ანკარა მკაცრად აკრიტიკებს ისრაელის ოპერაციას ღაზაში, რომელიც, მისი თქმით, გენოციდია და შეაჩერა ორმხრივი ვაჭრობა. მან, ისრაელის მხარდაჭერისთვის, ასევე გააკრიტიკა მრავალი დასავლელი მოკავშირე.
ანონიმურობის პირობით საუბრისას, წყაროებმა განაცხადეს, რომ თურქეთმა, ოქტომბრიდან, ვეტო დაადო ისრაელთან ნატო-ს ყველა ჩართულობას, მათ შორის ერთობლივ შეხვედრებსა და წვრთნებს.
ამ კვირის დასაწყისში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალიანსს თურქეთის გაძევებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ერდოღანი ისრაელში შეჭრით დაიმუქრა.