ამერიკამ ერაყში რამდენიმე სამიზნე გაანადგურა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყში თავდაცვითი დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას იერიშების შესახებ ოფიციალური პირები სააგენტო „როიტერს“ ანონიმურობის დაცვის პირობით უდასტურებენ.

წყაროზე დაყრდნობით, ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ დარტყმები განხორციელდა სმუსაიბში, ბაბილის პროვინციაში. თუმცა წყარო სააგენტო "როიტერთან" არ საუბრობს დამატებით დეტალებზე, რა იყო იერიშების სამიზნე და რამდენად წარმატებული იყო განხორციელებული თავდასხმა.

როგორც სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას ოფიციალური პირები ამბობენ, იერიში განხორციელდა იმ მებრძოლების მიმართ, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებას ცდილობდნენ, რაც ვაშინგტონისა და კოალიციური ძალებისთვის საფრთხეს ქმნიდა.

ასევე ნახეთ: "ჰამასის" განცხადებით, ირანში, დაჯგუფების ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს

„ეს ქმედება ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ერთგულებას ჩვენი პერსონალის უსაფრთხოების მიმართ“, - ამბობს წყარო ერაყის ხელისუფლებიდან სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს, თუმცა არ პასუხობს კითხვას მსხვერპლის შესახებ.

ერაყის პოლიციისა და სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით კი, „როიტერი“ წერს, რომ თავდასხმა ბაღდადის სამხრეთით ბაზაზე მოხდა, რომელსაც ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალები იყენებდნენ. ამავე წყაროზე დაყრდნობით „როიტერი“ ამბობს, რომ ამერიკულ იერიშებს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისინი ერაყის "სახალხო მობილიზაციის ძალების" წერვრები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი, რომელებიც ირანთან იყვნენ დაკავშირებულნი.

ამ დრომდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყში საჰაერო დარტყმები ბოლოს თებერვალში განახორციელა. მაშინ ამერიკამ ერაყსა და სირიაში 85-ზე მეტი ის სამიზნე გაანადგურა, რომელსაც კავშირი ჰქონდა ირანთან და მის რევოლუციურ გვარდიასთან.