ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰამასის" განცხადებით, ირანში, დაჯგუფების ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს


ფოტო არქივიდან: ისმაილ ჰანიე, "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი.
ფოტო არქივიდან: ისმაილ ჰანიე, "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი.

"ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე, ოთხშაბათს, ირანში მოკლეს, - ნათქვამია პალესტინელთა შეიარაღებული დაჯგუფება "ჰამასისა" და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ელიტური ქვედანაყოფის განცხადებებში.

"ჰამასი" გლოვობს ჰანიეს გარდაცვალებას, რომელიც, მათი თქმით, "თეირანში, მის რეზიდენციაზე, სიონისტების საჰაერო თავდასხმაში" მოკლეს.

სამშაბათს ჰანიე ირანის ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას დაესწრო.

"დღეს დილით, თეირანში, ისმაილ ჰანიეს რეზიდენციაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ის და მისი დაცვის ერთ-ერთი წარმომადგენელი მოწამეობრივად დაიღუპა. მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს და მალე გახდება ცნობილი", - აცხადებენ რევოლუცის გუშაგთა კორპუსში.

„ძმა ლიდერ ისმაილ ჰანიეს, "ჰამასი", დიდ პალესტინელ ხალხს, არაბული და ისლამური ერების ხალხებს და მსოფლიოს ყველა თავისუფალ ხალხს, მოწამედ უცხადებს“, - ნათქვამია "ჰამასის" განცხადებაში.

ამ დრომდე, აღნიშნულზე კომენარი არ გაუკეთებია ისრაელს.

ეს იმ ფონზე, როცა 30 ივლისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს, მოკლა "ჰეზბოლას" უმაღლესი რანგის მეთაური - გოლანის მაღლობებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, რომელმაც სამი დღის წინ 12 მოზარდი იმსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG