უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტელეკომპანია ბი-ბი-სისთვის მიცემულ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება, მისი ქვეყნისთვის რთული იქნება. მაგრამ, მისივე თქმით, უკრაინელები ამისთვის მზად არიან.
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ჯეი დი ვენსი დაასახელა. ვენსმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს უკრაინისადმი ვაშინგტონის მიდგომა დონალდ ტრამპისა და შესაბამისად, მისი არჩევის შემთხვევაში. ჩაწერილ ინტერვიუში ის ამბობს, - “ნამდვილად არ მაინტერესებს, რა დაემართება უკრაინას”.
ასევე ნახეთ: Reuters: გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახევრებას აპირებსტრამპის არჩევა, თქვა ზელენსკიმ ბი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში, „რთული სამუშაო იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ“.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინას იარაღს და მარაგს მთელი კონფლიქტის განმავლობაში აწვდის, თუმცა დახმარების ნაკადი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო, რადგან ამერიკის კონგრესში კანონმდებლები ბიუჯეტის ხარჯვის მიმართულებებზე ვერ თანხმდებოდნენ.
ტრამპმა კამპანიის დროს განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში, ის კონფლიქტს დაასრულებს თანამდებობის დაკავებამდეც კი, მოლაპარაკებების მაგიდასთან შეთანხმების მიღებით. მისი თქმით, კონფლიქტი საერთოდ არ იქნებოდა იგი რომ თანამდებობაზე ყოფილიყო, როდესაც მოსკოვმა ჯარები გაგზავნა უკრაინაში, 2022 წლის თებერვალში.