თუკი ქვეყანა არ ასრულებს იმ ორგანიზაციების პირობებს, რომლის წევრობაც სურს, არ აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს და არ იზიარებს მის ღირებულებებს, ეს ცხადია, მისი სუვერენული უფლებაა. მაგრამ მეორე მხარესაც ასეთივე უფლება აქვს, არ სურდეს მიიღოს თავის წრეში ის, ვინც განსხვავებულ გზას ირჩევს - უთხრა “ამერიკის ხმას” ექსკლუზიურ ინტერვიუში ედგარს რინკევიჩმა, ლატვიის პრეზიდენტმა. ნატოს სამიტის დღის წესრიგში არმყოფი საქართველოს, მისი მთავრობის ბოლოდროინდელი ნაბიჯების და ნატოსა თუ ევროკავშირში გაწევრიანების შეფერხებული პერსპექტივის თაობაზე ედგარს რინკევიჩი ვაშინგტონში ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ გვესაუბრა.
- ბატონო პრეზიდენტო, მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ. ნატოს საიუბილეო სამიტი დასრულებულია და მისი დეკლარაციაც გამოქვეყნდა. როგორ გგონიათ, რა იყო ამ სამიტის უმთავრესი მიღწევა? რა საქმე გაკეთდა ლიდერების ვაშინგტონში შეკრებისას?
თუკი რომელიმე ქვეყანას სურს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ის არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ეს არჩევანია, ამ ქვეყნის სუვერენული არჩევანი. მაგრამ წევრი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანია ისიც, რომ აღარ გააგრძელონ ეს პროცესი".
- სულ მცირე, სამი ელემენტია, რომელსაც გამოვყოფდი. პირველი, ეს იყო ძალიან მტკიცე გზავნილი ნატოში უკრაინის გაწევრიანების გზის შეუქცევადობის შესახებ. მეორე, ეს ტვირთის, პასუხისმგებლობის გაზიარებას ეხება. ნატოს წევრი უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გამოყოფს თავდაცვაზე 2 %-ს და მეტსაც. მესამე კი, ესაა საკითხები, რომლებიც აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ეხება: საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, სამეთაურო და კონტროლის ცენტრების სტრუქტურებთან დაკავშირებული საკითხები. მთლიანობაში ეს მიღწევაა და ეს კარგი სამიტი იყო.
- რამდენად დააახლოვა ამ სამიტმა უკრაინა ნატოს წევრობასთან? რამდენად შორს მიდის „ხიდი“, რომელზეც ამ სამიტზე ყველაზე მეტს საუბრობდნენ?
- ეს ძალიან კარგი შეკითხვაა, [მაგრამ] მასზე კარგი პასუხი არ მაქვს. პირველ ყოვლისა, ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორ ვაპირებთ ყველა ჩვენგანი უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ომში. რუსეთის აგრესიასთან გამკლავება, მეტი იარაღის, მეტი ამუნიციის გაგზავნა, ჩვენი მიწოდებული იარაღისა და გაგზავნილი რაკეტების გამოყენებაზე ყველა შეზღუდვის მოხსნა - ეს ყველაფერი არის ის, რისი გაკეთებაც ახლა უნდა გადავწყვიტოთ.
ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს კვლავ დაწესებული აქვს შეზღუდვები [უკრაინისთვის მათ მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის გამოყენების თაობაზე]. იმედი მაქვს, ეს შეზღუდვები მოიხსნება. ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, რამდენად წარმატებული იქნება უკრაინა რუსეთთან ბრძოლაში და რამდენად წარმატებულები ვიქნებით უკრაინის მხარდაჭერაში.
მეორე საკითხი, რეფორმებია. ეს რეფორმები საჭიროა როგორც ნატოს, ისე - ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ეს რეფორმები უნდა გატარდეს. ესაა ანტი-კორუფციული რეფორმა, მმართველობის, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმები. და რაც ყველაზე მთავარია, თუკი ყველა ეს პირობა, რეფორმა, [შესრულდება] ფრონტზე წარმატება მოხდება, მაშინ ვიტყოდი, რომ ეს ხიდი შედარებით მოკლეა, მაგრამ ამ წუთას შეუძლებელია ვთქვათ რაიმე რიცხვი ან დათქმა, როდის მოხდება ეს.
- უკრაინამ ოცზე მეტ ქვეყანასთან გააფორმა უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებები. აძლევს ეს შეთანხმებები უკრაინას უსაფრთხოების რაიმე ტიპის გარანტიას მანამ, სანამ ის ალიანსის წევრი გახდება?
- არა, ეს შეთანხმებები გულისხმობს ძალიან დიდ მხარდაჭერას, უკრაინელი ჯარისკაცების იარაღითა და წვრთნით დახმარებას, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ იმას რომ, უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია არის მეხუთე მუხლი და ნატო. როცა საუბარია თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ჩვენ ვაძლევთ უკრაინას იმდენს, რამდენიც შეგვიძლია. ამ შეთანხმებებს არ ვუწოდებთ „უსაფრთხოების გარანტიებს“, ეს „უსაფრთხოების შეთანხმებებია“. ისინი არ გულისხმობს იგივე მასშტაბის, ან ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს, რასაც ნატოს წევრობა. ამიტომაც, ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ ნატოს წევრობა მნიშვნელოვანია.
Your browser doesn’t support HTML5
- თქვენს ქვეყანას უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა არასდროს დაუწესებია, ისევე, როგორც ბალტიისპირეთის თუ სხვა არაერთ ქვეყანას. ამ სამიტზე განსხვავებული გზავნილები მოვისმინეთ ამერიკელი თუ დასავლეთ ევროპელი ლიდერებისგან ამ შეზღუდვების თაობაზე. თუმცა ორი თვის წინ ამერიკამ უკრაინას ხარკივის მიდამოებში თავის დასაცავად რუსეთისთვის საპასუხო იერიშების და ცეცხლის გახსნის უფლება მისცა. თუმცა როგორ ფიქრობთ, ვნახავთ მეტ ამგვარ გადაწყვეტილებას, ან შეზღუდვების სრულ მოხსნას ახლო მომავალში? თუ არა, უნდა აკეთებდნენ თუ არა ამას მოკავშირეები?
- ვიმედოვნებ, რომ უფრო და უფრო მეტი მოკავშირე მოგვისმენს, მოუსმენს უკრაინას და ყველა ამ შეზღუდვას მოვხსნით. ვისმენთ კარგ და საინტერესო დებატებს ამის თაობაზე, თუმცა ამასთან, ეს არაა ნატოს კოლექტიური გადაწყვეტილება. ამ საკითხზე ცალკეული გადაწყვეტილებები იმ ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ, რომლებიც [კიევს] იარაღს აწვდიან.
არ იყო [შესაბამისი] დრო იმ კანონების მისაღებად, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს ნათლად ეწინააღმდეგება. თუმცა კვლავ ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი".
- ომი 29 თვეა გრძელდება, საუბარია იმაზეც, რომ მომდევნო „მშვიდობის სამიტში“ რუსულმა მხარემაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. როგორ ფიქრობთ, არის იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინაზე თანდათან წნეხი გაიზარდოს იმის თაობაზე, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დათანხმდეს?
- ვფიქრობ, ერთი რამ უნდა გვესმოდეს... მაშინაც კი, თუკი არსებობს რაიმე ტიპის, გარკვეული მშვიდობის, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, რამენაირი მოლაპარაკების ალბათობა, უნდა გვახსოვდეს რა გვაჩვენა ისტორიამ: სულ მცირე ბოლო 20 წლის განმავლობაში მაინც - „ბუდაპეშტის მემორანდუმის“ შემდეგ, რომელსაც 1994 წელს მოეწერა ხელი და რუსებმა დაარღვიეს - ისტორიამ გვაჩვენა, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება და ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა რუსებისგან რაიმე ყალბი დაპირების მოსმენაზე მიდგება საქმე.
რუსეთს ძალიან სჭირდება გადაჯგუფებისთვის დრო და ის თავიდან დაიწყებს [აგრესიას]. მათ იგივე გააკეთეს 2015 წლის ე.წ. „მინსკის შეთანხმების“ შემდეგაც, 7 წლის შემდეგ რუსეთმა სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო. წავიკითხოთ, რას ამბობენ რუსი ოფიციალური პირები. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სულ ახლახან თქვა, რომ მიზანი უკრაინის, მისი სახელმწიფოებრიობის განადგურებაა. ისინი არ აპირებენ გაჩერებას. ამიტომ ამ თვალთახედვით, ახლანდელ სიტუაციას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივუდგეთ:
პირველი ნაბიჯი ისაა, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველანაირი იარაღი. მეორე, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ იარაღზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას. მესამე, უნდა დავეხმაროთ უკრაინას რუსეთისა და ბელარუსის მეტი სანქცირებით. მეოთხე, ჩვენ გვაქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობაც, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის თაობაზე. და [მხოლოდ ამის შემდეგ], თუკი რუსეთი დაინახავს, რომ ჩვენ წარმატებულნი ვართ, ის მშვიდობას მოისურვებს.
ამჟამად, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რომელიმე რუსი ოფიციალური პირი გვთავაზობდეს რაიმე ტიპის პოლიტიკური პროცესის შესაძლებლობას. რუსეთი [ამით] დაინტერესებული არ არის. მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია რაიმე ტიპის შეთანხმების შეთავაზება, თუკი ერთი მხარე უბრალოდ უკრაინის განადგურებას ცდილობს.
ასევე ნახეთ: ჰანო პევკური: "საით მიდის გვირაბი, რომლის ბოლოსაც საქართველოსთვის სინათლეა?"- ომში მყოფი ქვეყნისთვის გრძელვადიანი და პროგნოზირებადი დახმარების შექმნა წელს მოკავშირეების ყურადღების მთავარი საგანი იყო. ითქვა ისიც, რომ უკრაინის გზა ნატოსკენ შეუქცევადია. თუმცა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, წინა წლებისგან განსხვავებით, აღარ იმეორებს დაპირებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, თუნდაც დემოკრატიული თუ თავდაცვის რეფორმების გატარების შემდეგ, როგორც ეს ადრე, არაერთ კომუნიკეში იყო განმარტებული. რას ნიშნავს ეს?
მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა, თუკი საქართველო მზადაა გააგრძელოს იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ".
- ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა.
- საქართველოს ნატოში ინტეგრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას?
- ნატოს წევრობა არაა მხოლოდ პოლიტიკური საკითხი. ეს კრიტერიუმებს ეფუძნება. არსებობს შესანიშნავი დოკუმენტი, ნატოს გაფართოების შესახებ 1995 წლის კვლევა, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა პატივისცემის, ჯარზე სამოქალაქო კონტროლის და სხვა საკითხებს ეფუძნება.
თუკი რომელიმე ქვეყანას სურს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ის არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ეს არჩევანია, ამ ქვეყნის სუვერენული არჩევანი. მაგრამ წევრი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანია ისიც, რომ აღარ გააგრძელონ ეს პროცესი.
მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, და თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ ელოდებით ჩვენგან იმის შესაძლებლობის განხილვას, რომ საქართველოსთან პროცესი გაგრძელდეს.
ეს არ ეხება [კანდიდატი ქვეყნების თაობაზე] შეუქცევად თუ შექცევად გადაწყვეტილებას. ეს ეხება იმას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა იმ ორგანიზაციების კრიტერიუმები და პირობები უნდა შეასრულონ, რომელთა ნაწილად ყოფნაც სურთ.
ასევე ნახეთ: ბრაჟე: "ველით საქართველოსგან, რომ რაღაც ეტაპზე მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მის ხალხს სურს"- სამიტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, პენტაგონმა საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” წვრთნები, რომელშიც ლატვიაც მონაწილეობს, განუსაზღვრელი ვადით გადადო და ეს სწორედ მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკას და ყალბ ბრალდებებს დაუკავშირა. ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინულია. რას ნიშნავს ასეთი გადაწყვეტილებები? მით უფრო ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობისთვის?
- ეს კითხვა საქართველოს მთავრობას მიემართება, მან უნდა შეაფასოს ეს და ისაუბროს ამაზე.
- თუკი ბევრი ოფიციალური პირი თუ მკვლევარი ამ ქმედებებს მმართველი გუნდის ნაბიჯებზე ლოგიკურ პასუხად მიიჩნევს, ზოგი მათგანი იმასაც ფიქრობს, რომ ახლა შეუსაბამო დროა იმისთვის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა საქართველო რუსეთთან მარტო დატოვონ და ამით ის უფრო მოწყვლადი დარჩეს. რას ფიქრობთ ამ კუთხით?
- არ იყო [შესაბამისი] დრო იმ კანონების მისაღებად, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს ნათლად ეწინააღმდეგება. თუმცა კვლავ ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
- რას ეტყვით მათ, ვინც ამ ნაბიჯების გამო შესაძლოა იფიქროს, რომ ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა საქართველოზე და მასთან თანამშრომლობაზე ამ ეტაპზე ხელი ჩაიქნიეს? რას ამბობენ ამით პარტნიორები?
არ შევეგუებით საერთო ღირებულებებიდან და შეთანხმებული პოლიტიკიდან გადახვევას".
- ეს აგზავნის ძალიან ძლიერ გზავნილს, რომ ჩვენ არ შევეგუებით საერთო ღირებულებებიდან და შეთანხმებული პოლიტიკიდან გადახვევას. ეს მართლაც საქართველოს არჩევანია. ქართველი ხალხის ნაცვლად, ჩვენი გადასაწყვეტი არაა, მათ როგორი ქვეყნის აშენება სურთ. პირადად მე სრულად ვცემ პატივს ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც ქართველი ხალხი მოახლოებულ არჩევნებზე გააკეთებს. ქართველმა ხალხმა უნდა შეხედოს სხვადასხვა პარტიის შეთავაზებას.
მე არ მინდა საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ სადაც ლატვიას ხმის უფლება აქვს - ნატოში იქნება ეს თუ ევროკავშირში, ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა: თუკი ქვეყანა არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, არ აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მაშინ ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ თავიდან შეაფასონ (გადააფასონ) მათი თანამშრომლობა, მათი დახმარების პროგრამები.
ჩვენ მოგვისმენია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით გარკვეულ გამოწვევებზე საუბრობდნენ. თუკი ისინი ფიქრობენ, რომ ევროინტეგრაციის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციიდან გადახვევა არის გზა, რომლითაც ისინი საკუთარ უსაფრთხოებას გააუმჯობესებენ, მაშინ ესაა მათი ახსნა საზოგადოებისთვის. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა, თუკი საქართველო მზადაა გააგრძელოს იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ.
მაგრამ ის, უსაფრთხოების კუთხით რა შედეგები მოჰყვება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ამაზე პასუხის გაცემას საქართველოს მთავრობას მივანდობდი.
- საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომლის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიც პუტინის რუსეთის ჯარმა გადაკვეთა. წლევანდელი სამიტის დეკლარაციაში ალიანსი იმეორებს, რომ რუსეთი მის უმთავრეს და პირდაპირ საფრთხედ რჩება. რა გზავნილი მიიღო ალიანსისგან კრემლმა ამ სამიტის შედეგად?
- ვფიქრობ, გზავნილი ის იყო, რომ რუსეთის ყველა მცდელობის მიუხედავად, გაეტეხა ჩვენი ერთობა, ჩვენ ერთიანნი ვართ, რუსულ საფრთხეს სერიოზულად ვეკიდებით და ვხედავთ მას, როგორც გრძელვადიან საფრთხეს. შეიძლება ეს ყველაფერი გამოიყურება, როგორც ნელი მობილიზაცია, მაგრამ ეს პროცესი ხდება- თავდაცვაზე დანახარჯები იზრდება, სამხედრო [წარმოების] ინდუსტრია მიიღებს ბიძგს; რუსეთის მეზობელი ქვეყნები მიიღებენ ნატოს სხვა მოკავშირეებისგან დამატებით ჯარებს, ქვეყნები ასევე მიიღებენ აუცილებელ შესაძლებლობებს საჰაერო თავდაცვისთვის და საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ესაა გზავნილი. დიახ, ამას ცოტა უფრო მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს სერიოზულად ვეკიდებით, 32-ივე მოკავშირე, უნგრეთის ჩათვლით, ბევრ რამეს სერიოზულად ეკიდება.