ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს წარმოადგინეს საკუთარი გეგმა, რომელიც ევრაზიის რეგიონის ქვეყნებს შორის უსაფრთხოების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს, რაც დასავლური ალიანსების საპირწონედ მოიაზრება.
ქვეყნების პირველი პირები ყაზახეთის დედაქალაქში მიმდინარე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. ეს ორგანიზაცია რუსეთმა, ჩინეთმა და შუა აზიის ქვეყნებმა 2001 წელს დააარსეს და ახლა ინდოეთი, ირანი და პაკისტანიც მისი წევრები არიან.
ასევე ნახეთ: აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჩინეთი "ჩართულობის გაგრძელების იმედით" დატოვა„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებმა უნდა გააძლიერონ ერთობა და ჩარევის და დაყოფის ნამდვილი გამოწვევების პირისპირ ყოფნისას, გარეშე ჩარევას ერთობლივად წინ აღუდგნენ“, ეს იყო ციტატა სის სიტყვიდან რომელიც სააგენტო „სინჰუამ“ გამოაქვეყნა.
პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის მოწოდება „ევრაზიაში თანამშრომლობის, უსაფრთხოების და განვითარების ახალი არქიტექტურის“ შესახებ, რომელმაც „უნდა ჩაანაცვლოს მოძველებული ევროცენტრული და ევროატლანტიკური მოდელები, რომლებიც ერთპიროვნულ უპირატესობას მხოლოდ გარკვეულ სახელმწიფოებს ანიჭებს“.
მან უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ერთხელ დასავლეთი დაადანაშაულა და თქვა, რომ რუსეთი მზადაა კონფლიქტი გაყინოს, თუ კიევი და მისი მხარდამჭერები მოლაპარაკებებისთვის მოსკოვის პირობებს მიიღებდნენ.
გასულ თვეში პუტინმა თქვა, რომ შეთავაზებული ახალი ევრაზიული უსაფრთხოების პაქტი, რეგიონის ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის ნატოს წევრებისთვის ღია უნდა იყოს, მაგრამ ევრაზიაში ყველა გარეშე სამხედრო ყოფნა თანდათან უნდა გაქრეს, თქვა პუტინმა, რომელმაც ამაში ნათლად აშშ იგულისხმა.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნები ისეთი რუსული საქონლის ახალი საკვანძო მყიდველები არიან, როგორიც ნავთობი და გაზია.