ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნებს ატარებს


ჩინეთის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის ცნობით, პეკინი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის ზოგიერთ ნაწილში, სროლის გამოყენებით წვრთნებს გამართავს. ორდღიანი საზღვაო წვრთნა დღეს, 8 იანვარს დაიწყო.

საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნების განმავლობაში, აღნიშნულ ტერიტოიაზე შესვლის უფლება არც ერთ გემს არ აქვს.

განცხადების მიხედვით, წვრთნები ფინანსური ჰაბის, შანხაის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქების, ნინგბოსა და ჟოუშანის წყლებში იმართება.

ჩინეთის ეკონომიკის დაღმასვლა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:56 0:00
XS
SM
MD
LG