რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეკმა“ ხუთშაბათს განაცხადა, რომ იარაღის ექსპორტის დანაყოფმა, რუსული წარმოების საბრძოლო ტანკებისთვის ჯავშანგამტანი ჭურვების ინდოეთში წარმოების ორგანიზება მოახდინა.
„როსტეკმა“ ეს განცხადება ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის რუსეთში ვიზიტის წინ გააკეთა, რომელიც 8-9 ივლისს ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ჭურვი „მანგო“, რომელიც ინდოეთში დამზადდება, ტ-72 და ტ-90 ტანკების ქვემეხისთვისაა განკუთვნილი. ამ ტანკებს ინდოეთის სახმელეთო ძალები იყენებს, განაცხადა „როსტეკმა“.
ასევე ნახეთ: პუტინმა და მოდიმ უკრაინის საკითხი განიხილეს და ერთმანეთს არჩევნებში წარმატება უსურვეს„ჭურვები კომბინირებული დაცვით აღჭურვილ თანამედროვე ტანკებზე დარტყმის საშუალებას იძლევა. ამ საბრძოლო მანქანების სხვადასხვა მოდიფიკაციებს ინდოეთი იყენებს“, ნათქვამია „როსტეკის“ განცხადებაში.
„როსტეკმა“ ასევე თქვა, რომ გეგმავს დენთის ინდოეთში წარმოებას, რაც ინდოეთის მთავრობის იმ გეგმის ნაწილია, რომლითაც მეტი უცხოური საქონლის ინდოეთში წარმოება სურს.
მოსკოვი ინდოეთის ჯარს უკვე დიდი ხანია ამარაგებს.