აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავს, რომ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, მეტი ახალი ზომის მიღება ვიხილოთ. ენტონი ბლინკენმა, საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას რამდენიმე წუთის წინ, "ბრუკინგსის ინსტიტუტში" გამართულ ღონისძიებაზე უპასუხა.
ეს ენტონი ბლინკენის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
Your browser doesn’t support HTML5
„ვფიქრობ, [რეგიონში] ჩვენ გვაქვს როგორც რეალური შეშფოთების [მიზეზი], ასევე რეალური შესაძლებლობებიც. თქვენ ახსენეთ უცხოეთის აგენტის კანონი საქართველოში. ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ, არა მხოლოდ გამოვხატეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება ამის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის დამტკიცდა, ჩვენ მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ალბათ უფრო მეტს ნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომლის მიღებაც საქართველოს სურს და ცხადია, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას ეს სურს“, - თქვა ბლინკენმა.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტმა "ქართული ოცნების" წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადაამერიკის სახელმწიფო მდივანი განმარტავს, რომ ვაშინგტონი აცნობიერებს გამოწვევებს, რომელიც არის საქართველოში და რეგიონში.