ევროკავშირმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში, მათ შორის, იარაღის მიწოდების, სამხედრო წვრთნების, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობისა და განაღმვითი სამუშაოების შესრულების კუთხით.
ასევე ნახეთ: ზელენსკიმ ჯარს გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური წარუდგინაშეთანხმება იმ ხელშეკრულებების მსგავსია, რომლებიც ბოლოს უკრაინასა და მის მოკავშირეებს შორის გაფორმდა, რუსეთის აგრესიისგან დასაცავად.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „მომავალი აგრესიის“ შემთხვევაში, ევროკავშირი და უკრაინა, 24 საათის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კიევის არსებულ საჭიროებებზე და სწრაფად განსაზღვრავენ დაპირებების შესაბამის შემდგომ ნაბიჯებს.
დღესვე, ორდღიან სამიტი დაიწყო. სამიტის ფარგლებში, ლიდერები ასევე დაადგენენ ევროკავშირის სტრატეგიულ კურსს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და ოფიციალურად დანიშნავენ ლიდერებს, რომლებიც ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებს მართავენ.