რუსეთის ძალებმა განზრახ გამოიყენა მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილობა, როგორც სამხედრო ტაქტიკა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის 85-დღიანი ალყის დროს, განაცხადეს საერთაშორისო იურიდიულმა ექსპერტებმა, ხუთშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
ასევე ნახეთ: რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების წვრთნებს აფართოებსადამიანის უფლებათა ჯგუფი Global Rights Compliance აცხადებს, რომ რუსული ძალები "სისტემურად თავს დაესხნენ ობიექტებს, რომლებიც აუცილებელია მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის", როგორიცაა საკვები, წყალი, ენერგია და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა, მიზანმიმართულად ჩაახშო ევაკუაციის გზები და და დაბლოკა ჰუმანიტარული დახმარების შესვლა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ თხოვნაზე, მოხსენების შესახებ კომენტარი გაეკეთებინა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უპასუხია. თუმცა, როგორც წესი, მოქსკოვი უკრაინაში სამოქალაქო პირების სამიზნეში ამოღებას უარყოფს.
მარიუპოლი საშინელების სინონიმი გახდა 2022 წლის მარტიდან მაისამდე, რუსეთის მიერ სტრატეგიული საპორტო ქალაქის კონტროლის თითქმის სამთვიანი ალყის დროს. რუსული ბლოკადის დროს, ხაფანგში მომწყვდეული მშვიდობიანი მოქალაქეები იძულებულნი გახდნენ თავიანთი მიცვალებულები გზის პირას დაემარხათ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის დამფუძნებელი სტატუტი, ადამიანთა შიმშილის პირას მიყვანას, „მათი გადარჩენისთვის აუცილებელი ნივთების ჩამორთმევით“, განსაზღვრავს ომის დანაშაულს.