ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა მშვიდობის სამიტზე ჩინეთს პატიჟებს


5 ივნისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ჩინეთში იმყოფებოდა. უკრაინის ოფიციალურმა პირმა პეკინს მოუწოდა, ივნისში შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე დასასწრებად, იქ დელეგაცია გააგზავნოს.

კონფერენცია 15-16 ივნისს იგეგმება. პეკინი აქამდე აცხადებდა, რომ მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებდა და რომ მშვიდობის კონფერენციის წარმატებას, მასში ორი მეომარი მხარის მონაწილეობა განსაზღვრავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკონკრეტა, რომ უკრაინამ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთის მონაწილეობა კონფერენციაში პრაქტიკულ შედეგს გამოიღებდა უკრაინაში მშვიდობის მიღწევისთვის.

უკრაინის ცნობით, შვეიცარიაში კონფერენციაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა. მშვიდობის სამიტზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წამოყენებულ წინადადებებს განიხილავენ, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG