აშშ-ის და საქართველოს ურთიერთობების 32 წლის მანძილზე, პირველად მოხდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ანტიდასავლური და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი პოლიტიკის გამო, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა და თბილისთან არსებული სტრატეგიული პატრნიორობის გადახედვა დაიწყო.
ვინ არის პასუხისმგებელი ვაშინტონთან ურთიერთობის ამ დონემდე დაზიანების გამო და რას უქადის ევრო-ატლანტიკური კურსიდან მოწყვეტა საქართველოს, ქართველ ხალხს? ამ თემაზე საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (EPICE) უფროსს მკვლევარს თენგიზ ფხალაძეს, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე ესაუბრა
ვაშინტონსა და თბილისს შორის უპრეცედენტო ვითარება შეიქმნა, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა. თან, კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ თუ, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობენ და ანტიდასავლურ კურსს არ გადაუხვევენ, უფრო მკაცრ სანქციებში შეიძლება მოექცნენ...რას უქადის ეს უპრეცედენტო და ძალიან რთული სიტუაცია საქართველოს?
მართლაც უპრეცედენტო რეალობის წინაშე დავდექით, ძალიან კრიტიკული და ძალიან საგანგაშო რეალობის. ამ 32 წლის მანძილზე, სანქციებზე საუბარიც კი არასოდეს ყოფილა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს სანქციები არ არის მიმართული ჩვეულებრივი პირების მიმართ, ეს არის მიმართული ხელისუფლების, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. ეს ნიშნავს, რომ მოკავშირეები ჩვენთან აღარ ილაპარაკებენ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სანქცირებულ პირებთან აღარ ისაუბრებენ სტრატეგიული პროექტების განვითარებაზე
დღეს კი ვართ იმ ვითარებაში, როცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა „ოცნების“ ხელისუფლებას შეზღუდვები დაუწესა გადაადგილებაზე. ეს შეიძლება ყველაზე მსუბუქ სანქციად აღვიქვათ, მაგრამ ვიტყოდი, რომ უკვე საკმაოდ დიდია ზარალი და ზიანიც ქვეყნისთვის.
პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა, რომ როცა გადაადგილების შეზღუდვაზეა საუბარი, ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ვიღაც კონკრეტული ადამიანი ვერ ჩავა აშშ-ში. ჯერ ერთი, ამას ექნება ძალიან დიდი საერთაშორისო გამოხმაურება. როგორც წესი, შტატების ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება ხოლმე, ანალოგიური ნაბიჯები დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან.
მეორეც, მნიშვნელოვანია, რომ ეს სანქციები არ არის მიმართული ჩვეულებრივი პირების მიმართ, ეს არის მიმართული ხელისუფლების, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. ეს ნიშნავს, რომ მოკავშირეები ჩვენთან აღარ ილაპარაკებენ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სანქცირებულ პირებთან აღარ ისაუბრებენ სტრატეგიული პროექტების განვითარებაზე და ა.შ
უკვე ვხედავთ კიდეც, მაშინ როცა, ერთ თვეში შეერთებულ შტატებში ნატოს სამიტი უნდა გაიმართოს, საქართველოს თემატიკა საერთოდ არ ჩანს და რა ფორმით ვიქნებით ამ სამიტზე გაურკვეველია. მაშინ როცა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სტრატეგიული ინტერესია და უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რომ ამ სამიტზე აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი.
მსგავსი მძიმე სიტუაცია შეიქმნა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავირებითაც...
დიახ, სამწუხაროდ, დაახლოებით, ანალოგიური ვითარებაა ევროკავშირთან მიმართებითაც, ევროკომისიამ იცით, რომ უკვე გასცა რეკომენდაცია უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკების გახსნისთვის. მაშინ როცა საქართველოსთან დაკავშირებით, სრულიად განსხვავებული ვითარებაა. ანუ ამ სანქციებმა საქართველო უკვე ძალიან მძიმედ დააზარალა.
სავიზო შეზღუდვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, უფრო მძიმე იქნება და ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკვე განაცხადა, რომ სრულ მასშტაბიანად გადაიხადება აშშ-საქართველოს ურთიერთობები
მეორეც გეთანხმებით იმაში, რომ ეს სავიზო შეზღუდვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, უფრო მძიმე იქნება და ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა უკვე განაცხადა, რომ სრულ მასშტაბიანად გადაიხადება აშშ-საქართველოს ურთიერთობები.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ კითხვის და საფრთხის ქვეშ დგება, არა მხოლოდ ცალკეული პირების გადაადგილების თემა, არამედ, ის უზარმაზარი და უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც შეერთებული შტატები უკვე 30-წელზე მეტია საქართველოს უწევს ყველა მიმართულებით.
დაწყებული პოლიტიკური, სამხედრო-პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, რომელი ერთი ჩამოვთვალო, იქნება ეს - უსაფრთხოება, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ფინანსური სტაბილურობა, განათლება, კულტურა, ჯანდაცვა...
არ არსებობს საქართველოში სფერო, რომლის განვითარებაში აშშ-ის წვლილი და ინვესტიცია უაღრესად მნიშვნელოვანი არ იყოს. საერთო, ჯამში, ამას ყველაფერს ქვეყნისთვის განუზომლად დიდი დარტყმის მოტანა შეუძლია და ამიტომაც ეს ძალიან საგანგაშოა.
რამ მიგვიყვანა აქამდე და ვისი პასუხისმგებლობაა, მთავარ სტრატეგიულ პატრნიორთან ურთიერთობის ასეთ დონემდე გაუარესება?
აქამდე მიგვიყვანა, უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმებმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე, პირველ რიგში, სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე. როდესაც თბილისში იყო ჩამოსული აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი, მან ნათლად განმარტა, რომ ის კანონი, ე.წ „აგენტების“ შესახებ, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, საერთო სურათის, მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია.
აქამდე მიგვიყვანა, უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმებმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე, პირველ რიგში, სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მათი დადანაშაულება რაღაც აბსურდულ კონსპირაციების თეორიებში, რომ თურმე, მასონურ ძალებს, „საქართველოს ომში ჩართვა სურთ“, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია „რევოლუციებს“ აწყობდნენ"
მთავარი არის ის დამოკიდებულება, რასაც ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიული პატრნიორების მიმართ იჩენს. მათი დადანაშაულება რაღაც აბსურდულ კონსპირაციების თეორიებში, რომ თურმე, მასონურ ძალებს, „საქართველოს ომში ჩართვა სურთ“ და არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია „რევოლუციებს“ აწყობდნენ"...
ახლა „ოცნებას“ თვითონ სჯერა, თუ არა ამ კონსპირაციის თეორიების, თუ უბრალოდ საუბრობს, იმ მიზნით, რომ ამაში ამომრჩეველი დაარწმუნოს, მე ვერ გეტყვით.
ფაქტია, რომ მათ აირჩიეს ის ტაქტიკა, რომ ნაცვლად პარტნიორებთან გულახდილი საუბრისა და საკუთარი შეცდომების აღიარებისა, ისინი თავდასხმის რეჟიმში გადადიან. რაც კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, უპირველეს ყოვლისა საქართველოს აზარალებს და კონტრპროდუქტიულია ჩვენი ქვეყნისთვის.
რომელი მიზეზიც არ უნდა იყოს, იქნება ეს, სჯერათ კონსპირაციის თეორიის, თუ არ სჯერათ და უბრალოდ სხვას აჯერებენ, შედეგი არ იცვლება. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც ხელისუფლებაში გუშინ არ მოსულა.
12 წელია „ოცნება“ ხელისუფლებაშია, ისინი ნამდვილად არ არიან გულუბყვილოები და შეუძლებელია არ ესმოდეთ რას აკეთებენ, მაგრამ ეს მათი არჩევანია. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ ყველაფრისთვის ძალიან მძიმე საფასურს იხდის და მომავალშიც ჩვენი ქვეყანა გადაიხდის.
Your browser doesn’t support HTML5
ივანიშვილის „ოცნება“ პირიქით, ურთიერთობების გაუარესებაში შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ადანაშაულებს და რაღაც „გადატვირთვის“ აუცილებლობაზე საუბრობს. ერთის მხრივ, “ოცნების“ ზოგიერთი ოფიციალური პირისგან უკვე ღიად გვესმის, რომ საქართველოს მტერი, არა რუსეთი, არამედ შეერთებული შტატები ყოფილა. მეორეს მხრივ, იგივე კობახიძე ამბობს, რომ თუ შტატები ქართულ ჯარს სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს, ეს თურმე „შტატებს და საქართველოს თანაბრად დააზარალებს“. რაციონალურ ახსნას უძებნით ამ რიტორიკას? საერთოდ საით მიჰყავს ივანიშვილს საქართველო?
რაციონალური ახსნა ამ ყველაფრის ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ ის, რომ ვითარება ძალიან საგანგაშოა ეს ფაქტია. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ძალიან გასაგებად ისაუბრა, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯები და იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება, შეერთებული შტატები იძულებული იქნება შემდგომი ნაბიჯები გადადგას, რაც ჩვენთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება.
საით მიჰყავს, ამ ყველაფერს ქვეყანა, ამას მგონი დიდი ახსნა არ სჭირდება, იმიტომ, რომ დიდი არჩევანი ამ სივრცეში არ არის. ან, მიდიხარ პარტნიორების დახმარებით დასავლეთისკენ და ხდები ევროპული ოჯახსი წევრი. ან, რჩები რუსეთის უკანა ეზოდ, ამ გეოპოლიტიკურ ველში, სადაც საქართველოა, სხვა სივრცე არ არსებობს
საით მიჰყავს, ამ ყველაფერს ქვეყანა, ამას მგონი დიდი ახსნა არ სჭირდება, იმიტომ, რომ დიდი არჩევანი ამ სივრცეში არ არის. ან, მიდიხარ პარტნიორების დახმარებით დასავლეთისკენ და ხდები ევროპული ოჯახის წევრი. ან, რჩები რუსეთის უკანა ეზოდ, ამ გეოპოლიტიკურ ველში, სადაც საქართველოა, სხვა სივრცე არ არსებობს.
რუსეთის უკანა ეზოდ დარჩენა იმას ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა ვერ იარსებებს. ყოველ შემთხვევაში, ვერ იარსებებს ისე, როგორც ეს ქართველ ხალხს სჭირდება. ვერ იქნება თავისუფალი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფო და ეს არ არის ჩემი პირადი მოსაზრება. საკმარისია ჩავიხედოთ, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში და სხვა დოკუმენტებში, სადაც ვნახავთ, რომ დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს ადგილი იქ უბრალოდ არ არის.
ამიტომაც ვიმეორებ, რომ აქ საუბარი არ არის მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე აშშ-თან ან რომელიმე პირის შეერთებულ შტატებში დასასვენებლად წასვლა-არწასვლაზე. არამედ საუბარია იმაზე, ზოგადად როგორი იქნება ქართული სახელმწიფო და საერთოდ, იქნება თუ არ იქნება - საქართველო. ძალიან რთულია ეს ვითარება, ძალიან საშიში და კიდევ უფრო საშიში შეიძლება იყოს ვითარება, რომელიც შეიძლება დადგეს.
„ოცნება“ ღიად საუბარს ამ თემაზე ერიდება, მაგრამ საერთოდ წარმოგიდგენიათ, რომ ვინმე სხვას შეუძლია ჩაანაცვლოს ის მრავალ მილიარდიანი კომპლექსური დახმარება, ყველა, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით, და ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველა დონეზე, რომელსაც ათწლეულების მანძილზე, აშშ ახორციელებს. ვინმეს შეუძლია ჩაანაცვლოს აშშ-ს არაერთი დახმარების პროგრამა, თუნდაც საქართველოს არმიის გაძლიერებისთვის?
ეს შეუძლებელია, ეს არ არის მხოლოდ ფინანსური დახმარება, ეს არ არის ის, რომ ვიღაცა მხოლოდ ფულს გაძლევს თავდაცვის ან ნებისმიერ სხვა სფეროში რეფორმების და ვითარების გაუმჯობესების მიზნით. თავისთავად ცხადია რომ ფინანსური კომპონენტი უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეა პოლიტიკური მხარდაჭერა.
აშშ-ის დახმარების, მათ შორის სამხედრო დახმარების პაკეტის ჩანაცვლება სრულიად წარმოუდგენელია, ეს დახმარება მხოლოდ ფულად ექვივალენტში არ განისაზღვრება. ეს განისაზღვრება, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური მხარდაჭერის ექვივალენტში, ამიტომ, ამას ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს
ჯერ ერთი, როცა აშშ ფინანსურად გვეხმარებოდა და მართლად უნიკალური იყო „წვრთნისა და აღჭურვის“, შემდგომ „საქართველოს მზადყოფნის“ პროგრამა, რომლითაც ჩვენი არმიის 12 ქვეითი ბატალიონი გადამზადდა. და, ყველა ის დახმარება, რომელიც სამხედრო კუთხით გაგვიწია. მაგრამ, ეს არის უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური მხარდაჭერა.
ეს არის სიგნალი ნატოს სხვა ქვეყნებისთვის, რომ საქართველოსთან თავდაცვის სფეროში აქტიურად ითანამშრომლონ. ეს არის წვრთნის და გადამზადების მრავალფეროვანი პროგრამები საქართველოს არმიის ოფიცრებისა და ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც სიტყვაზე, ვერც ჩინეთი ან რუსეთი ვერ ჩაანაცვლებს.
ეს არის წვდომა ნატოს სტანდარტებზე და შეიარაღებული ძალების იმ სტანდარტებით მომზადება, რომელსაც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სტანდარტები ჰქვია. ამიტომ, ამის ჩანაცვლება სრულიად წარმოუდგენელია, ვიმეორებ, ეს დახმარება მხოლოდ ფულად ექვივალენტში არ განისაზღვრება. ეს განისაზღვრება, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ ექვივალენტში, ამიტომ, ამას ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს.
ის, რომ აშშ-ს სანქციები დასჭირდა „ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ, ხომ არ მიუთითებს დასავლეთის პოლიტიკის სისუსტეზე საქართველოში და რეგიონში, ის, რომ ივანიშვილის მიერ საგარეო კურსის შემობრუნება მათთვის გარკვეულწილად სიურპრიზი იყო?
თავისთავად ცხადია, რომ მიუთითებს დასავლეთის პოლიტიკის სისუსტეზე. ამაზე მეტყევლებს, რომ დასავლეთი არ იყო მზად ამ ტიპის შემობრუნებისთვის რეგიონში.
დასავლეთი არ იყო მზად ამ ტიპის შემობრუნებისთვის რეგიონში. ეს ერთი და მეორე, იმიტომ არ აღმოჩნდა მზად, რომ აშშ-ს, დასავლეთს, იმაზე მეტი ნდობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ვიდრე, როგორც აღმოჩნდა, რეალობაში უნდა ყოფილიყო
ეს ერთი და მეორე, იმიტომ არ აღმოჩნდა მზად, რომ აშშ-ს, დასავლეთს იმაზე მეტი ნდობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ვიდრე, როგორც აღმოჩნდა, რეალობაში უნდა ყოფილიყო. აშკარად, გადაჭარბებული ნდობა ჰქონდა.
დასავლეთში არ სჯეროდათ, რომ „ოცნება“ დანაპირებიდან გადაუხვევდა. არ სჯეროდათ, რომ საქმე იქამდე მივიდოდა, რომ დღის წესრიგში სანქციების თემა დადგებოდა. არ სჯეროდათ იმიტომ, რომ პარტნიორის მიმართ ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან ძნელი.
ამას ღიად ამბობდა აბსოლუტურად ყველა, იქნებოდა ეს ამერიკელი სენატორები, კონგრესმენები, თეთრი სახლის თუ სახელწმიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ყველა ღიად საუბრობდა, რომ არ გვინდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ვიცით რომ საქართველოს დააზარალებს, საქართველო არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და არ გვინდა ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც საქართველოსთვის მტკივნეული იქნება.
ზოგადად, დასავლელი პოლიტიკოსებისთვის ძნელი წარმოსადგენია რეალობა, როდესაც ხელისუფლება დგამს იმ ნაბიჯს, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს არ ემსახურება. ამიტომაც, ისინი ამ ნაბიჯისთვის მზად არ იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, აი ამ მოცემულობაში აღმოვჩნდით.
Your browser doesn’t support HTML5
შეერთებული შტატების შემდეგ, სანქციების პაკეტი „ოცნების“ ელიტის წინააღმდეგ ევროკავშირშიც განიხილება, მათ შორის არის ვიზალიბერაზიაციის შეჩერების თემაც, რომელიც ყველას ესმის რომ ერთ-ერთი, ყევლაზე მტკივნეული სანქცია იქნება. თუმცა, ბევრი ევროპელი პოლიტიკოსისა თუ ექსპერტისგან ისმის, რომ ეს გადაწყვეტილება ფრთხილად არის მისაღები, რომ საქართველო პირდაპირ რუსეთის კლანჭებში არ აღმოჩნდეს. რა ინფორმაციას ფლობთ, რა სანქციებია მოსალოდნელი ევროკავშირის მხრიდან?
ამ წუთას ძნელია თქმა, ევროკავშირი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მე ვიცი, რომ რამდენიმე პაკეტი განიხილება. მოსახლეობისთვის, თავისთავად ერთ-ერთი მტკივნეული იქნება თუ კი ვიზალიბერალიზაცია შეჩერდა. გადაწყვეტილება რა იქნება მიღებული, ამას ძალიან მალე, დაახლოებით, ორ კვირაში გავიგებთ.
ქვეყანა უკვე დაზარალებულის რეჟიმშია და ამას კიდევ თუ დაემატა ის გადაწყვეტილებები, რომელიც სამწუხაროდ განიხილება, მაშინ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ვითარება უაღრესად კრიტიკულია
მაგრამ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ უკვე დაზარალებულები ვართ, თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკება გაიხსნება, ჩვენთვის არ გაიხსნება.
ეს მოლაპარაკების გახსნა არ არის უბრალოდ რომ მხარეები სხედან და ლაპარაკობენ, ეს არის ის, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ წვდომას იმ ფონდებზე, პროექტებზე, განვითარების იმ გზებზე, რაც მოლდოვას და უკრაინას ექნებათ.
ეს არის მთავარი პრობლემა, ამიტომაც ვამბობ, რომ ქვეყანა უკვე დაზარალებულის რეჟიმშია და ამას კიდევ თუ დაემატა ის გადაწყვეტილებები, რომელიც სამწუხაროდ განიხილება, მაშინ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ნამდვილად, ვითარება უაღრესად კრიტიკულია.