„ოცნების“ დეპუტატმა დიტო სამხარაძემ კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ზიზღისა და სიძულვილის, ასევე მუქარისა და დაშინების კამპანიის უკან, რომელიც “რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე, სამოქალაქო სექტორისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არის გაჩაღებული, მაღალი ალბათობით, ხელისუფლება დგას.
ვერ დავიჯერებ რომ ეს ხდება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. დიტო სამხარაძის პოსტი კი არის პირდაპირი აღიარება, როგორ ცდილობს ხელისუფლება დააშინოს და გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში.ნაზი ჯანეზაშვილი, "სასამართლოს გუშაგი"
სამხარაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა, თითქმის 10 წუთიანი ვიდეო, სადაც პარტიული ზონდერ ჯგუფები, ღამით, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ოფისებზე ღირსების შემლახველ და მუქარის წარწერებს ტოვებენ. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ნიღბიან ზონდერებს ვიდეოში ხმა შეცვლილი აქვთ, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელი იყოს.
„რაც ახლა ხდება საქართველოში, უბრალოდ წარმოუდგენელია, ვერ დავიჯერებ რომ ეს ხდება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. დიტო სამხარაძის პოსტი კი არის პირდაპირი აღიარება, როგორ ცდილობს ხელისუფლება დააშინოს და გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში.
ვინც ამ ყველაფრის მხარდამჭერია, ყველა მათგანი ამ პროცესების თანამონაწილეც არის, მათ შორის ჩვენი ძველი მეგობრები, ნაცნობები და ყოფილი თანამშრომლებიც კი, რომლებიც სხვადასხვა სამსახურებიდან სიჩუმით თუ აქტიურობით ეხმარებიან "ოცნებას" - ამბობს „სასამართლო გუშაგის“ თავმჯდომარე ნაზი ჯანეზაშვილი, რომელსაც ზონდერები ოფისში მიუვარდნენ.
Your browser doesn’t support HTML5
დეპუტატმა სამხარაძემ იმ მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების სიაც გამოაქვეყნა, სადაც ზონდერებმა მუქარის შემცვლელი წარწერები დატოვეს.
სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით!დიტო სამხარაძე, "ოცნების" დეპუტატი
„სასამართლო გუშაგის“ გარდა, სიაში არიან: საგამოძიები სტუდია „მონიტორი“, „მთის ამბები“, საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა, „ნაბიჯი“, „საფარი“, „ტალღა“, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, სამართლიანი არჩევნები, „სირცხვილია“, „თბილისი პრაიდი“, „მწვანე სექტორი“, ლელო, გირჩი, დროა, “ახალი” და ნაცმოძრაობა.
„სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ...ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები...
უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ! სტატუსს თან ვურთავ პასუხს, ვიდეო-რევოლუციის მსურველების ოფისებზე!“ - ასე ემუქრება ოპონენტებს „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი სამხარაძე.
ღია მუქარის შემდეგ, მედია და არასამართავრობო ორგანიზაციებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად მიმართეს, თუმცა მოხდება თუ არა სამხარაძის დასაკითხად დაბარება უცნობია, უწყებაში აცხადებენ, რომ „მიმდინარეობს გამოძიება“.
ჩემს დას დაურეკეს და დაემუქრნენ, თუ, მე არ “მივაყენებდი” საფრთხე დაემუქრებოდა ჩემს ქმარ-შვილს და მე უნდა მეფიქრა მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ეს იყო აშკარა მუქარაქეთი თურაზაშვილი, ოპოზიციონერი დეპუტატი
პარალელურად გრძელდება, „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეებზე სატელეფონო მუქარა, დაფარული ნომრებიდან ურეკავენ და ღიად ემურებიან როგორც ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და აქტივისტებს, ისე მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან შვილებს. დღეს სატელეფონო მუქარის გამო, პროკურატურას პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქეთი თურაზაშვილმაც მიმართა.
„დაახლოებით, პირველის წუთები იყო, როცა ჩემს დას დაურეკეს და დაემუქრნენ, თუ მე არ “მივაყენებდი” საფრთხე დაემუქრებოდა ჩემს ქმარ-შვილს და მე უნდა მეფიქრა მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ეს იყო აშკარა მუქარა.
ჩემი შვილი, რომელიც დადის მოტოთი, სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს, ყველანაირი დასაბუთების და პირადობის წარდგენის გარეშე გაჩხრიკეს, არც აუხსნეს, რატომ ჩხრეკდნენ. 10 მაისს, როდესაც მე და ჩემი ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად ვბრუნდებოდით, სახლთან დამხვდა პირბადიანებით სავსე მანქანა ყალბი სანომრე ნიშნით, შავი მერსედესის მარკის მანქანა“ - ამბობს დეპუტატი თურაზაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უკვე აღიარა, რომ სატელეფონო ტერორისა და მუქარის გამოძიება არ შეუძლია, რადგან მასიურად ხდება ე.წ. Caller ID Spoofing, ანუ, იდენტიფიკაციის გაყალბების მეთოდი.
“მუქარა ყველგან დანაშაულია. ეს კამპანია, რომ კიბერდანაშაული, რთული გამოსაძიებელია, არადამაჯერებელია, ძალიან სელექტიურია ის წრე ვისაც ურეკავენ და ის წრეც, ვინც შეიძლება ურეკავდესანდრო გოცირიძე
„ადრესატთან დაკავშირება ხდება იმგვარად, რომ ზარის ინიციატორად აისახება არარსებული/მითვისებული სატელეფონო ნომერი და ზარის განმახორციელებელი პირის რეალური ნომერი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის დაუდგენელია” - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ასობით საქმე პროკურატურას გადაულოცა. თავის მხრივ, გენერალური პროკურორის გარეშე დარჩენილ, პროკურატურას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
“მუქარა ყველგან დანაშაულია. ეს კამპანია, რომ კიბერდანაშაული, რთული გამოსაძიებელია, არადამაჯერებელია: ჯერ ერთი, კიბერში ყველა მოქმედება აისახება და მტკიცებულებების მოპოვება უფრო ადვილია…ძალიან სელექტიურია ის წრე ვისაც ურეკავენ და ის წრეც, ვინც შეიძლება ურეკავდეს. თანაც, მუქარა ბევრ შემთხვევაში, ასრულდა” – ამბობს დაზვერვის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი ანდრო გოცირიძე. ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სატელეფონო ტერორის უკანაც ხელისუფლება დგას.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ გაუხსნია, პოლიტიკოსების, აქტივისტების და ჟურნალისტების სასტიკი ცემის ათობით ფაქტი, რომლის უკან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) სპეცდანიშნულების რაზმის წევრები დგანან, მათ შორის გდდ-ს უფროსი ზვიად ხარაზიშვილი.
ხარაზიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცრაზმში მსახურობდა და კარგად ჩანს, ვიდეოში, სადაც ვანო მერაბიშვილი „ორ გვამს“ ითხოვს
ხარაზიშვილმა მედიასთან ასევე აღიარა, რომ „არაკაცების სია აქვს და მათ სცემს“, ამ განცხადების გამო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხარაზიშვილის გამოკითხვა მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ.
”მე არა მგონია, რომ ეს იყო რაიმეს აღიარება. ეს იყო ირონიული განცხადება..რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება აღქმული, როგორც რაიმე ტიპის აღიარება. არ ვიცი, ამაზე მე კომენტარს ვერ გაკეთებ“ - ასე დაიცვა პრემიერმა კობახიძემ ხარაზიშვილი.
ხარაზიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცრაზმში მსახურობდა და კარგად ჩანს, 2009 წლის სკანდალურ ვიდეოში, სადაც მაშინდელი შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მუხროვანის ამბოხის დროს, „ორ გვამს“ ითხოვს. ხარაზიშვილი დღეს პოლიციის დღის აღნიშვნაზე გამოჩნდა, სადაც შსს მინისტრმა გომელაურმა მიზანმიმართულად აღარ მიიწვია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, „ოცნების“ დანამატის „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, რომელიც ხშირად ბიძინა ივანიშვილს ახმოვანებს, ღიად ამბობს, რომ ხელისუფლება პუტინის და ლუკაშენკოს სტილში, კრიტიკული მედიის და სამოქალაქო საზოგადოების გასამართლებას გეგმავს.
„უცხოელმა ჯაშუშებმა, პრაქტიკულად, საკუთარ თავს თვითგასამართლება მოუწყვეს და ამ თვითლუსტრაციას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი გაგრძელება. ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს.. ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას ალტერნატივა არ აქვს“ - განაცხადა „რუსული კანონის“ აქტიურმა ლობისტმა მაჭარაშვილმა.