საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ რუენᲨი გაანეიტრალა წარმოშობით ალჟირელი ადამიანი, რომელმაც ადგილობრივ სინაგოგას ცეცხლი წაუკიდა.
პოლიციამ დანით შეიარაღებულ თავდამსხმელს შეჩერების ბრძანებაზე დაუმორჩილებლობის შემდეგ, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელმა ცოტა ხნის წინ საემიგრაციო პეტიციაზე უარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმიᲡ შემდეგ და ისრაელის მიერ "ჰამასთან" ღაზაში საპასუხო ომის დაწყებიდან, ევროპაში ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობა გაიზარდა.
ასევე ნახეთ: 2023 წელი ანტისემიტური და ისლამოფობიური განწყობების ზრდით აღინიშნა