აშშ-ში სიძულვილის დანაშაულებიდან 10-დან ერთი სკოლებში ხდება - დაწყებითი კლასიდან უნივერსიტეტამდე, FBI-ის ანგარიშის მიხედვით. სამიზნე ყველაზე ხშირად შავკანიანი სტუდენტები არიან, რასაც მოჰყვება ებრაელი და „ლგბთ“ ადამიანები.
2018 წლიდან 2022 წლამდე სკოლები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისთვის ჩამონათვალში მესამე ადგილი იყო. საცხოვრებელი სახლებისა და გზების შემდეგ. ეს მიუხედავად იმისა, რომ სკოლების უმეტესობას 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში კორონავირუსული პანდემიის გამო თვეების განმავლობაში დახურვა იყო.
ბოლო წლებში შეერთებულ შტატებში, სიძულვილის დანაშაულების მკვეთრი ზრდა აღინიშნა. FBI-ს სიძულვილის დანაშაულს განსაზღვრავს, რომ როგორც დანაშაულს, რომელიც მოტივირებულია დისკრიმინაციით ინდივიდის რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული უნარების თუ სქესის მიმართ.
FBI-ის მიერ დანაშაულის შესახებ მონაცემები აჩვენებს, რომ სიძულვილის დანაშაულების რაოდენობა 2018 წელს დაახლოებით 8500-დან, 2022 წელს 13300-მდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
სკოლებში სიძულვილით გამოწვეული ინციდენტების რიცხვი კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში. 700-დან 2018 წელს, 1336-მდე 2022 წელს.
დანაშაულთა თითქმის ორი მესამედი ბაღებსა და სკოლებში ხდება.
ექსპერტების უმეტესობა ამბობს, რომ სიძულვილის დანაშაულები, როგორც წესი სწორად არ აირიცხება, რადგან ის სამართალდამცავი ორგანოების სუბიექტურ შეფასებებს ეყრდნობა, იმის შესახებ, დაფიქსირდა თუ არა დისკრიმინაციული განზრახვა. გარდა ამისა, მსხვერპლთა ნაწილი არჩევს არ შეატყობინონ პოლიციას საკუთარი გამოცდილების შესახებ შურისძიების შიშით, ამბობენ ექსპერტები.
ისრაელ-ჰამასის ომმა, რომელიც ოქტომბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასის მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს, აშშ-ში როგორც ანტისემიტური, ისე ისლამოფობიური ინციდენტების ზრდა გამოიწვია, არასამთავრობო ჯგუფების თანახმად.