ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სინაგოგაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება


პირი, რომელმაც პიტსბურგის სინაგოგაში 11 ადამიანი მოკლა, დღეს ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდგება.

მას ბრალი ორმოცდაოთხი სხვადასხვა მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორის, ბრალდება მკვლელობას და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს მოიცავს. დიდმა ჟიურიმ 46 წლის რობერტ ბოუერს ოთხშაბათს 27 ოქტომბერს მომხდარი მასობრივი მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა.

საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნებისას გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა აღნიშნა, რომ დანაშაული, რომელიც ბოუერს ბრალად ედება „წარმოუდგენელი სიბოროტე და [შეერთებული შტატების] ღირებულებებთან სრულიად შეუსაბამოა“. მან აღნიშნა, რომ ეს საქმე არა მხოლოდ მსხვერპლთა ოჯახების და ახლობლებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

დაღუპულთა სამგლოვიარო პროცესია გრძელდება. პიტსბურგის "სიცოცხლის ხის" სინაგოგას სამშაბათს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ესტუმრნენ და დაღუპულებს პატივი მიაგეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG