ხუთშაბათს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებული შტატების ორი ყველაზე მძლავრი მეტოქის პარტნიორობის „ახალი ეპოქის“ პირობა დადეს. შეერთებული შტატები მათ წარმოადგინეს, როგორც ცივი ომის ჰეგემონი, რომელიც მთელ მსოფლიოში ქაოსს თესავდა.
სი პუტინს პეკინში, დიდი სახალხო სასახლის წინ წითელ ხალიჩაზე დახვდა, სადაც მათ სახალხო გამათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცები მიესალმნენ, ტიანანმენის მოედანზე 21 ქვემეხიდან გაისროლეს და ბავშვები ჩინეთის და რუსეთის დროშებს აფრიალებდნენ.
2022 წლის თებერვალში, პუტინის ჩინეთში ვიზიტის დროს, ჩინეთმა და რუსეთმა“შეუზღუდავი“ პარტნიორობის შესახებ გამოაცხადეს სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ რუსეთმა უკრაინაში ათობით ათასი ჯარისკაცი გაგზავნა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი სახმელეთო ომი დაიწყო.
ასევე ნახეთ: რუსეთ-ჩინეთის უსაზღვრო პარტნიორობა - პუტინი ჩინეთში ჩადის70 წლის სიმ და 71 წლის პუტინმა ხუთშაბათს ხელი მოაწერეს განცხადებას „ახალი ეპოქის“ შესახებ, რომლითაც უსაფრთხოების ბევრ საკითხზე შეერთებულ შტატებთან უთანხმოების და ერთმანეთში ყველაფერზე საერთო შეხედულებების თაობაზე გამოაცხადეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაივანიდან და უკრაინიდან ჩრდილოეთ კორეამდე და ახალ მშვიდობიან ბირთვულ ტექნოლოგიებამდე და ფინანსებამდე, ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთის შეხედულებებს იზიარებენ.
შეერთებულ შტატებს ჩინეთი მის უდიდეს კონკურენტად და რუსეთი მის უდიდეს საფრთხე სახელმწიფოდ მიაჩნია, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი ირწმუნება, რომ ეს საუკუნე დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის ეგზისტენციალური შეჯიბრით ხასიათდება.
შერთებული შტატები პუტინს და სის ავტორიტარ მმართველებად ხედავს, რომლებმაც სიტყვის თავისუფლება მოაშთეს და საკუთარ ქვეყნებში მედიაზე და სასამართლოზე მკაცრი კონტროლი დაამყარეს.
ბაიდენმა სი „დიქტატორად’ მოიხსენია და თქვა რომ პუტინი „მკვლელია“ და „გადარეული ნაბ****რი“-ც კი. პეკინმა და მოსკოვმა ამ კომენტარებისთვის ბაიდენის მიმართ საყვედური გამოთქვეს.
პუტინის ვიზიტი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შედგა. ბლინკენი პეკინში ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო მანქანის მხარდაჭერის თაობაზე შეშფოთების გამოსათქმელად ჩავიდა.
როგორც ჩანს, ბლინკენის მცდელობა სის პუტინთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის ძირი გამოეთხარა, წარუმატებელი აღმოჩნდა.