ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ჩინეთი ევრაზიაში უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ


რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, განიხილონ ევროპასა და აზიაში უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავების გზები, რათა დაუპირისპირდეს შეერთებული შტატების მცდელობებს, თავისი ნება გაატაროს რეგიონში, განაცხადა სამშაბათს, პეკინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

2022 წლის თებერვალში, უკრაინის წინააღმდე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყემბამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინი პეკინს ეწვია და მხარეებმა, „ულიმიტო“ პარტნიორობის შესახებ განაცხადეს.

ჩინელ კოლეგასთან, ვანგ იისთან მოლაპარაკების შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ ევრაზიის უსაფრთხოების გაძლიერება, ვლადიმირ პუტინის შეთავაზებაა და რომ ჩინეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ „ამ საკითხზე, სხვა თანამოაზრეების ჩართულობით, დიალოგი დაიწყონ“.

„დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ევროატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურა ნატოს სახით, რა თქმა უნდა, ეუთოს სახითაც, მაგრამ ის არ არის სტრუქტურების სიაში, რომლებთანაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების მიღწევა, რომელიც დაფუძნებულია ინტერესთა ბალანსზე“, - განაცხადა ლავროვმა.

ორივე ქვეყანამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს "ჰეგემონიზმს", თქვა ვანგმა, ჩინეთის პირველმა დიპლომატმა.

„ნატომ არ უნდა გაშალოს ხელი ჩვენს საერთო სამშობლოზე“, - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ვანგთან შეხვედრის შემდეგ, ლავროვი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.

XS
SM
MD
LG