ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ხაზინა: ჩინეთის ჭარბი საწარმოო ძალები გლობალურად შეშფოთებას ზრდის


ჩინური კომპანია "სისკოს" გემები გერმანიის ჰამბურგის პორტში.
ჩინური კომპანია "სისკოს" გემები გერმანიის ჰამბურგის პორტში.

5 აპრილს, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელინმა თქვა, რომ ჩინეთის ჭარბი საწარმოო შესაძლებლობები, ზრდის შეშფოთებას გლობალური ეკონომიკის ჩამოშლის თაობაზე. ეს საკითხი, ჩინეთის ოფიციალურ პირებთან ეკონომიკის თემაზე მიმდინარე ოთხდღიანი შეხვედრების ფოკუსში რჩება.

ჩინეთის ქალაქ გუანგჟოუში ამერიკული სავაჭრო პალატის დაახლოებით 40 წარმომადგენლის მიმართ წარმოთქმულ შენიშვნებში, იელინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ძალიან დიდია იმისთვის, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის საკუთარი გზის ექსპორტი მოახდინოს. ხაზინის მდივნის თქმით, პეკინისთვის სასარგებლო იქნება, შეამციროს ჭარბი საწარმოო ძალები, რაც სხვა ქვეყნების ეკონომიკას წნეხის ქვეშ ამყოფებს.

„ჭარბი საწარმოო ძალები ახალი პრობლემა არ არის, მაგრამ ის გაძლიერდა და ახალ სექტორებში გამოჩენილ რისკებს ვხედავთ“, თქვა იელინმა. მანამდე, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი გუანგჟოუში ვიცე-პრემიერ ჰე ლიფენგს და პროვინციის გუბერნატორ ვანგ ვაიჟონგს შეხვდა.

იელინს და ბაიდენის ადმინისტრაციის სხვა ოფიციალურ პირებს, სულ უფრო მზარდად აშფოთებს ჩინეთის მიერ ელექტრომობილების, მზის პანელების, ნახევარგამტარების და სხვა საქონლის ჭარბად წარმოება. ამ პროდუქციით ჩინეთი გლობალურ ბაზრებს ავსებს, მაშინ, როდესაც ჩინეთის შიდა ბაზარზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა.

ამერიკის ხაზინის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ჩინეთისთვის ჯანსაღი გარემოება არ არის და ამავდროულად, სხვა ქვეყნებში მწარმოებლებს ზიანს აყენებს. მან პეკინს დაჟინებით მოუწოდა, სახელმწიფო ინვესტირებიდან ბაზარზე ორიენტირებულ რეფორმებზე გადაერთონ, რამაც გასულ ათწლეულებში ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი.

XS
SM
MD
LG