გაეროს გენერალური მდივანი, შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, - განცხადება ამის შესახებ, ფარჰან ჰაკიმ, გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ გააკეთა.
მისი თქმით, ანტონიო გუტერეში განსაკუთრებული შეშფოთებით აკვირდება "ძალადობრივ შეტაკებებს და ცნობებს, სამართალდამცავი პერსონალის მიერ, ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც აპროტესტებენ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ."
ასევე ნახეთ: გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს „აგენტების კანონის“ მიღების გამოსპიკერის თქმით, გენერალური მდივანი იზიარებს საქართველოში გაეროს გუნდის და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეშფოთებას, "გამოხატვის თავისუფლებაზე და მედიაზე, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის ნეგატიური გავლენის შესახებ."
ჰაკის თქმით, გუტერეში მოუწოდებს, "თავშეკავებას და დიალოგს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და საპროტესტო აქციების დროს, ან მის შემდეგ, ან პატიმრობის დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდების დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ."