ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს!" - ლაზარე გრიგორიადისის დედა


რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან დაკავებულებს შორის ერთ-ერთი 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე, ლაზარე გრიგორიადიასი. მის დაკავებას "რადიო თავისუფლებას" დედა უდასტურებს. ის დაკავების მომენტში რუსთაველის გამზირზე არ იმყოფებოდა, თუმცა იქ მყოფი ლაზარეს მეგობრისგან აქვს დაკავების შესახებ ინფორმაცია.

"დიახ მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ,თუ ეს დამპალი რეჟიმი არ გაუყენეთ ციმბირის გზას!" - დაწერა მან შვილის დაკავების შემდეგ ფეისბუკზე.

პარლამენტის შენობასთან დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართულმა ოცნებამ" მესამე მოსმენით მიიღეს ე.წ "აგენტების კანონი" - დაკავებულთა რაოდენობის დაზუსტება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

ე.წ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება - საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.

XS
SM
MD
LG