ამერიკის, მექსიკის და კანადის მოსახლეობა მზის სრული დაბნელებისთვის ემზადება. იშვიათი სანახაობისთვის ბევრი ადამიანი მოგზაურობს კიდეც, რათა ციურ მოვლენას თვალი საუკეთესო ადგილიდან ადევნოს. მზის დაბნელების ნახვა ჩრდილოეთ ამერიკიდან ყველაზე კარგად არის შესაძლებელი, თუმცა არა ყველა წერტილიდან.
სპეციალისტებმა უკვე გამოაქვეყნეს ადგილები, საიდანაც მზის დაბნელება მეტნაკლებად კარგად გამოჩნდება, თუმცა სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა პროცესზე დაკვირვება გარკვეულ ქალაქებში გართულდეს, რადგან ცა ღრუბლიანი იქნება.
ასევე ნახეთ: მზის დაბნელების სანახავად ნიაგარაზე მილიონამდე ტურისტს ელიანამ ეტაპზე გამოკვეთილია სამი საუკეთესო ადგილი, საიდანაც მზის დაბნელების ნახვა ყველაზე კარგად იქნება შესაძლებელი, ესაა ვერმონტი, მეინი, ასევე ნიუ-ბრანსვიკი და ნიუფაუნდლენდი. რაც შეეხება ამერიკის დედაქალაქს, კოლუმბიის ოლქიდან მზის სრული დაბნელების მხოლოდ 89 პროცენტის დანახვა იქნება შესაძლებელი.
სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, მზის სრულ დაბნელებას სპეციალურ მოწყობილობებითა და სათვალეებით დააკვირდნენ და ურჩევენ არ გამოიყენონ უბრალო მზის სათვალე, რადგან ეს შესაძლოა მათი თვალების დაზიანებით დასრულდეს.
ამერიკის დედაქალაქში ისევე როგორც სხვა შტატებსა თუ ქალაქებში, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მილიონობით ადამიანი მზის დაბნელებას დღეს თვალს მიადევნებს. ვაშინგტონის დროით, მზის დაბნელების პროცესი 3 საათსა და 20 წუთზე დაიწყება და ის სულ რაღაც 4 წუთს გასტანს.