ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზის დაბნელების სანახავად ნიაგარაზე მილიონამდე ტურისტს ელიან


ძველებური მატარებლით გასეირნებით დაწყებული, სადაც თითო ბილეთი $4000-მდე ჯდება, სასტუმროებში კი თითო ღამის ფასი $1600-მდეა გაზრდილი, რესტორნები, გემები, ავტობუსები და სხვა ახლომდებარე მომსახურების ბიზნესები ნიაგარის ჩანჩქერზე ტურისტების დიდი ნაკადის მისაღებად ემზადებიან. 8 აპრილს კანადის და შეერთებული შტატების საზღვარზე მდებარე ჩანჩქერთან დაახლოებით მილიონ სტუმარს ელიან.

ამ დღეს მზის სრული დაბნელება იქნება, რაც თავისთავად ძალზე საინტერესო სანახაობაა. თუმცა, ამჯერად, დაბნელების ტრაექტორია დრამატული ჩანჩქერის თავზე გადის და ეს მოლოდინის მიხედვით, განსაკუთრებული და დაუვიწყარი გამოცდილება იქნება. ფიქრობენ, რომ ნიაგარის ჩანჩქერის, ჩრდილოეთ ამერიკის ამ ერთ-ერთი მომაჯადოებელი ბუნებრივი საოცრების სანახავადაც იმ დღეებში გაცილებით მეტი ადამიანი ჩავა როგორც ონტარიოს, ისე ნიუ-იორკის შტატის მხარეს.

დაბნელებას 8 აპრილს, გვიან შუადღეზე, ადგილობრივი დროით, 3:20-ზე ელიან. ის სულ 4 წუთი გაგრძელდება. 8 აპრილის მსგავსი სრული დაბნელება კანადაში 1979 წლის შემდეგ არ ყოფილა. მომდევნო დაბნელება კი კიდევ 20 წელი არ იქნება, 2044 წლამდე. ბუნების ეს იშვიათი მოვლენა შეერთებული შტატების ტერიტორიის ნაწილმა ბოლოს 2017 წელს იხილა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG