ისრაელის არმიის ორშაბათს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საჰაერო თავდასხმა განახორციელა სამხრეთ ლიბანში, რის შედეგადაც ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ მეთაური. არმიის განცხადებით, „ჰეზბოლას“ მეთაურმა, ჩრდილოეთ ისრაელზე, რამდენიმე თავდასხმა განახორციელა. საუბარია, „ჰეზბოლას“ რადვანის ძალების მეთაურ, ალი აჰმას ჰასინზე.
ასევე ნახეთ: ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი "ალ ჯაზირას" მაუწყებლობას შეუწყვეტს„ჰეზბოლამ“ საკუთარი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, მისი ვინაობის გასაჯაროვების გარეშე გაავრცელა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო დარტყმის შედეგად, კიდევ ორი სხვა ადამიანი დაიღუპა.
ორშაბათსვე, ისრაელის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მრავალჯერადი რაკეტების გაშვების საპასუხოდ, ღაზის სამხრეთით მდებარე ხან იუნის რაიონში ავიაიერიში განხორციელდა. კვირას, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა, ხან იუნისიდან ჯარების გაყვანის შესახებ გამოაცხადეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თქვა, რომ ძალები "გამოდიოდნენ და ემზადებიან შემდეგი მისიებისთვის", რომელიც მოიცავს მომავალ მისიას რაფას რაიონში.
ომმა, ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტი რაფაში გადაიყვანა, რაიონში, რომელიც ღაზა-ეგვიპტის საზღვართან მდებარეობს.
შეერთებული შტატები, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სხვები, პოტენციური ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ საუბრბენ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი რაფაზე შეტევას განახორციელებს.
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ამ მხარეში აფარებენ თავს. მაგრამ, ჯერ არ წარმოუდგენიათ დეტალური გეგმა, თუ სად შეიძლება წავიდნენ ეს მშვიდობიანი მოქალაქეები.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას, ომის დაწყებიდან ექვსი თვე აღნიშნა და თქვა, რომ ისრაელი ახლოს არის მიზნის მიღწევასთან, „ტერორისტული დაჯგუფება“ „ჰამასის“ ლიკვიდაციასთან.
„გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. მაგრამ ფასი, რომელიც გადავიხადეთ, მტკივნეული და გულისჩამწყვეტია“, - განაცხადა პრემიერმა ნეთანიაჰუმ.
იმ ფონზე, როცა კაიროში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა, ნეთანიაჰუმ პირობა დადო: "არავითარი ცეცხლის შეწყვეტა მძევლების დაბრუნების გარეშე არ იქნება. ეს უბრალოდ არ მოხდება."