პუტინის პროპაგანდისტები კიდევ ერთ ქართველ სამხედრო ტყვეს იყენებენ პროპაგანდის მიზნით, რაც "სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ" ჟენევის 1949 წლის კონვენციის უხეში დარღვევაა.
რუსეთის სახელმწიფო არხმა Россия-24-მა, გადაცემაში „ვესტი ალექსეი კაზაკოვთან ერთად“ სასტიკად ნაცემი, უკრაინის არმიის მოხალისე, საქართველოს მოქალაქე გურამ ჭიჭინაძე აჩვენა. პუტინის პროპაგანდისტმა ანასტასია ივანოვამ მაყურებელს ქართველი სამხედრო ტყვე ასე წარუდგინა - „ადამიანი საცოდავი გამომეტყველებით და თვალებში შიშით“.
Your browser doesn’t support HTML5
როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, 41 წლის გურამ ჭიჭინაძე ქუთაისელია. იგი წლების მანძილზე უკრაინაში, ჯერ ოდესაში, შემდეგ კი კიევში ცხოვრობდა. რუსი ოკუპანტების შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში, ჭიჭინაძე მოხალისედ კიევის ტერიტორიური თავდაცვის ბრიგადას შეუერთდა.
„რაც კადრებიდან ჩანს, სასტიკად ნაცემია, მარცხენა თვალი ლამის ამოგდებული აქვს. ტელეგრამზე, უკრაინელ დატყვევებულებთან ერთად ალაპარაკეს და მათ შორის, ყველაზე უფრო ნაცემია. რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ტყვედ ჩავარდნილ ქართველებს რუსები ყველაზე მეტად უსწორდებიან. ტყვედ ჩავარდნილი რას ლაპარაკობს, აქ ამას ყურადღებას არავინ აქცევს, ყველა ხედავს, ფაშისტები ისე აწამებენ ჩვენს ტყვეებს, ნებისმიერ რაღაცას დაიბრალებს ადამიანი
შემდეგ, უკრაინის არმიის 115-ე ბრიგადის 44-ე ცალკეულ მოტომსროლელთა ბატალიონის ჯარისკაცი გახდა, რომელიც სწორედ კიევის "ტერობორონას" ბრიგადის ბაზაზე შეიქმნა. 2023 წელს, ჭიჭინაძე უკრაინელთა კონტრიერიშშიც მონაწილეობდა, ნოვა კახოვკას მიმართულებაზე. ქართველი ტყვედ 2024 წლის თებერვლის ბოლოს ჩავარდა.
„ამ ადამიანს არ ვიცნობ და შეხება არ მქონია. ჩანს, რომ „ლეგიონში“ ან ქართველების სხვა დაჯგუფებებში არ ყოფილა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გიორგიმ ს-მ (სახელი და გვარი უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია), რომელიც უკრაინის არმიაში მოხალისედ იბრძვის.
მისი თქმით, „რაც კადრებიდან ჩანს, სასტიკად ნაცემია, მარცხენა თვალი ლამის ამოგდებული აქვს. ვნახე სხვა კადრებიც, ტელეგრამზე, სადაც უკრაინელ დატყვევებულებთან ერთად ალაპარაკეს და მათ შორის, ყველაზე უფრო ნაცემია, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ტყვედ ჩავარდნილ ქართველებს რუსები ყველაზე მეტად უსწორდებიან.
ტყვედ ჩავარდნილი რას ლაპარაკობს, აქ ამას ყურადღებას არავინ აქცევს, სულ რო საშინელება თქვას უკრაინაზე და თანამებრძოლებზე. ყველა ხედავს, ფაშისტები ისე აწამებენ ჩვენს ტყვეებს, ნებისმიერ რაღაცას დაიბრალებს ადამიანი, ისეთ დღეში აგდებენ“ - გვეუბნება გიორგი.
რუსი პროპაგანდისტები საქართველოს მოქალაქე გურამ ჭიჭინაძის შემთხვევაში, განსაკუთრებით იმ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ჭიჭინაძე ნასამართლევია, 2023 წელს, იგი უკრაინაში, „ქურდობის მუხლით“ გაასამართლეს და შემდეგ ისევ ფრონტზე აღმოჩნდა.
ქართველი მებრძოლი გიორგიმ ს-მ გვეუბნება, რომ ამაში უკანონო არაფერია. „ვიმეორებ, კონკრეტულად ამ ადამიანის ისტორია არ ვიცი. ასეთი სახელით და გვარით 2023 წელს, მართლაც არის კიევში საქართველოს მოქალაქე გასამართლებული, მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს, უკრაინის რადამ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაუშვა პატიმრების ნებაყოფლობითი მობილიზაცია, თუ, მათ მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი.
რუსი პროპაგანდისტების მხრიდან ამაზე ყურადღების გამახვილება განსაკუთრებული ცინიზმია, რადგან თავად უკრაინაში საომრად პედოფილებს, ბავშვების და ქალების მკვლელებს, კაციჭამიებს აგზავნიან
ანუ, უკანონო აქ არაფერია. პირიქით, არაერთი შემთხვევა იყო, რომ ბიჭებმა ვისაც წარსულში შეცდომა ჰქონდათ დაშვებული, სასჯელი მოხდილი ან ციხიდან ახალი გამოსული იყვნენ, გული და სიცოცხლე დადეს ბრძოლის ველზე, მათ შორის, აქაურმა ქართველებმაც.
რუსი პროპაგანდისტების მხრიდან ამაზე ყურადღების გამახვილება განსაკუთრებული ცინიზმია, რადგან თავად უკრაინაში საომრად პედოფილებს, ბავშვების და ქალების მკვლელებს, კაციჭამიებს აგზავნიან.
ვიღაც სადისტმა ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა გააუპატიურა, დანით დაჩეხა, წამებით მოკლა, და 24 წელი მიუსაჯეს და ერთ წელში,პუტინმა შეიწყალა და უკრაინაში გამოაგზავნეს რო ხალხი აქ დაეხოცა. მეორემ ოთხი ადამიანი მოკლა და შეჭამა, 22 წელი ჰქონდა მისჯილი და ისიც უკრაინაში გამოუშვეს.
ასეთი შემთხვევები რუსეთში უამრავია. ეს არის უბადრუკი მცდელობა აჩვენონ, რომ აი, თითქოს უკრაინას ისე უჭირს, რომ პატიმრებს აგზავნის ფრონტზე „საზარბაზნე ხორცად“, როცა მაგ მდგომარეობაში თვითონ ოკუპანტები არიან“ - ამბობს გიორგი.
რუსი ოკუპანტების ტყვეობაში ამჟამად, უკრაინის არმიის ცხრა ქართველი მებრძოლია, აქედან ოთხი: 41 წლის გურამ ჭიჭინაძე, 40 წლის გიორგი ჩუბითიძე, 26 წლის გიორგი გოგლიძე და 22 წლის მამუკა გაწერელია საქართველოს მოქალაქეა. ამ უკანასკნელს, ოკუპანტებმა თებერვალში უკანონოდ „სამუდამო პატიმრობა“ „მიუსაჯეს“.
რუსების ტყვეობაში მყოფი, კიდევ ხუთი ქართველი, უკრაინის მოქალაქეა: 46 წლის მიხეილ ჭინჭარაული, 42 წლის გენო ოსანაძე, 31 წლის ვალერიან კალანდია, 37 წლის ლაშარელა კახაძე და 30 წლის რომან ჩანქსელიანი.
2023-24 წლებში, უკრაინამ რუსი ოკუპანატების ტყვეობიდან ოთხი ეთნიკური და წარმოშობით ქართველი მებრძოლის გათავისუფლება შეძლო: 59 წლის ზაქარია ნონიაშვილის, 44 წლის დავით კვარაცხელიას, ნიკოლოზ ბერიანიძის (ასაკი უცნობია) და 30 წლის ალექსანდრე ახალაიას.