მუშები, რომლებიც ბალტიმორის ხიდის ჩამოქცევის დროს დაიკარგნენ, მერილენდში მექსიკიდან და ცენტრალური ამერიკიდან იყვნენ ჩამოსული. მათ შორის არის ჰონდურასელი მამა და მეუღლე, რომელმაც ოჯახის თანახმად, პანდემიამდე მიტანის ბიზნესი დაიწყო, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა სხვა სამსახურში ემუშავა.
სატვირთო გემის შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე, პოლიციამ ხიდზე მოძრაობის გადაკეტვა მოახერხა. ხიდის სავალ ნაწილზე ორმოების ამოვსებაზე მომუშავე ბრიგადისთვის უსაფრთხო ადგილზე გასვლის დრო არ დარჩა.
მდინარეში სულ ცოტა რვა ადამიანი ჩავარდა, ორი მათგანი გადაარჩინეს. ოთხშაბათს წყლიდან ორი ცხედარი ამოიყვანეს, კიდევ ოთხი ადამიანი დაკარგულია და მიაჩნიათ, რომ ისინი დაიღუპნენ.
ასევე ნახეთ: ბალტიმორის ხიდის ჩანგრევამ ავტომანქანები წყალში გადაისროლამექსიკის, გვატემალის, ელ სალვადორის და ჰონდურასის მთავრობებმა დაადასტურეს, რომ დაკარგულებს შორის მათი მოქალაქეები არიან.
მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა თქვა, რომ ხიდის ჩამოშლის დროს იქ სამი მექსიკელი იყო, მათ შორის ერთი, რომელიც დაშავდა მაგრამ გადაარჩინეს და კიდევ ორი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ დაკარგულია. პრეზიდენტმა ობრადორმა მათი ვინაობა ოჯახების კონფიდენციალურობის გამო არ დაასახელა.
„ეს აჩვენებს, რომ მიგრანტები არ ერიდებიან შუაღამით სარისკო სამუშაო შეასრულონ. ამიტომ ისინი არ იმსახურებენ მათ ისე მოეპყრონ, როგორც ამას შეერთებულ შტატებში გარკვეული გულცივი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები აკეთებენ“, თქვა მექსიკის პრეზიდენტმა.
მოგვიანებით მერილენდის შტატის პოლიციის სუპერინტენდანტმა გამოაცხადა, რომ მყვინთავებმა 7,6 მეტრ სიღრმეზე ჩაძირულ წითელ პიკაპთან, 35 და 26 წლის მამაკაცების ცხედრები აღმოაჩინეს. ერთი გვატემალიდან, მეორე კი მექსიკიდან იყო.