შეერთებული შტატები, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც სავარაუდოდ $300 მილიონის ღირებულების იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამგვარი პაკეტი, გამოყოფის შემთხვევაში, ბოლო თვეების განმავლობში, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პირველი შემთხვევა იქნება. ეს იმ ფონზე, როცა კიევისთვის დამატებითი დახმარების საკითხი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელი ლიდერების მიერ ჯერჯერობით დაბლოკილია.
ასევე ნახეთ: ტრამპის გუნდი ორბანის პასუხად ამბობს, რომ ომის მოლაპარაკებით დამთავრება მისი პრიორიტეტი იქნება„როიტერის“ ცნობით, ორმა ამერიკულა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობის დაცვით თქვა, რომ პაკეტის დამტკიცების შესახებ, ოფიციალური განცხადება შესაძლოა დღეს, მოგვიანებით გაკეთდეს. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ პაკეტი ფინანსდება პენტაგონისთვის ბოლო შესყიდვების შედეგად დაბრუნებული სესხებით და მოიცავს შეირაღებას.
ბოლო დახმარება შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, 2023 წლის დეკემბერში მიაწოდა. გასული წლის ბოლოს, კონგრესის მიერ უკრაინის დახმარებისთვის გამოყოფილი თანხები ამოიწურა.
უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაშია შეჩერებული მას შემდეგ, რაც სენატმა მას ორპარტიული მხარდაჭერა გამოუცხადა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი, უარს ამბობს დახმარების პაკეტის კანონპროექტი, რომლითაც უკრაინისთვის $60 მილიარდია გათვალისწინებული, კენჭისყრაზე გაიტანოს. წარმომადგენელთა პალატის როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი წევრების ნაწილი აცხადებს, რომ კენჭისყრაზე პაკეტის გატანის შემთხვევაში, პაკეტს უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილი თეთრი სახლისგან მოითხოვს, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებს და უკრაინის დახმარების დამტკიცების წინაპირობად საიმიგრაციო რეფორმებს აყენებს.
ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილის წინააღმდეგობის ფონზე, თეთრი სახლი ცდილობს კიევისთვის სამხედრო დახმარების გასაგზავნად, დამატებითი გზები იპოვოს.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ერთ-ერთ გზად ასევე განიხილეს, 285 მილიარდი დოლარის ღირებულების, რუსული აქტივების კონფისკაცია და ამ ფინანსებით იარაღის შეძენა.
ასევე ნახეთ: საფრანგეთში უკრაინასთან უსაფრთხოების ხელშეკრულებას უყრიან კენჭსამ ფონზე, ფრანგულ ტელეკომპანია BFM-თან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ შეიარაღების დეფიციტის მიუხედავად, უკრაინის ძალებმა, თავისი სტრატეგიული პოზიცია გააუმჯობესა. თუმცა, ზელენსკი ამბობს, რომ ვითარება შესაძლოა შეიცვალოს, თუ უკრაინა დამატებით შეიარაღებას არ მიიღებს.
მანამდე, ზელენსკიმ თქვა, რომ მაისის ბოლოს ან ზაფხულისთვის, რუსეთი ახალ შეტევას ამზადებს.