ისრაელი გააგრძელებს თავდასხმას „ჰამასის“ წინააღმდეგ, მათ შორის, ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ რაფაზე, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხუთშაბათს. ეს იმ ფონზე, როცა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ, საერთაშორისო ზეწოლა იზრდება.
ასევე ნახეთ: ანგარიში: ისრაელის ტანკმა, ჟურნალისტებზე სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ, „სავარაუდოდ“ მათ ტყვიამფრქვევიდან ესროლანეთანიაუმ, „ჰამასის“ განადგურების პირობა მას შემდეგ დადო, რაც ათობით ქვეყნის მიერ, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასი, 7 ნოემბერს ისრაელს თავს დაესხა და მისმა წევრებმა, 1200 ადამიანი მოკლეს, 253 კი დაატყვევეს და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანეს. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, საპასუხო ომის შედეგად, რომელიც ისრაელმა „ჰამასს“ გამოუცხადა, 30 000 პალესტინელი დაიღუპა.
„საერთაშორისო ზეწოლა არის და ის იზრდება, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როცა საერთაშორისო ზეწოლა იზრდება, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, ომის შეჩერების მცდელობებს წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
რაფაში, დაახლოებით, 1,5 მილიონი ადამიანია თავმოყრილი. უმეტესობა, ანკლავის სამხრეთ კიდეზე, ეგვიპტის საზღვრის მახლობლად მას შემდეგ მივიდა, რაც სექტორის ჩრიდლოეთიდან, ისრაელის სამხედრო თავდასხმებს გაექცა.
ისრაელის არმიის ოფიცერთა მომზადების სკოლაში, გამოსაშვებ ცერემონიაზე გამოსვლისას, ნეთანიაჰუმ ასევე თქვა, რომ ისრაელმა უნდა უპასუხოს "გათვლილ მცდელობას", რომ „ჰამასის“ დანაშაულები ისრაელს გადააბრალონ.
მან დაამატა, რომ ისრაელი იმოქმედებს მთელ ღაზაში, „მათ შორის „ჰამასის“ ბოლო საყრდენ რაფაში“.
„ვინც გვეუბნება, რომ არ ვიმოქმედოთ რაფაში, გვეუბნება, რომ ომი წავაგოთ და ეს არ მოხდება“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.