დღეს შვედეთი ნატოს 32-ე წევრი ფორმალურად გახდება . პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი ვაშინგტონშია, რათა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საბოლოო დოკუმენტები გადასცეს.
შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებით ნატოსა და რუსეთის საზღვარი 1,340 კილომეტრით გაიზარდა. უკრაინასთან ომამდე რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გაცხადებული ამოცანა ნატოს გაფართოებისთვის ხელის შეშლა იყო.
შვედეთის გაწევრიანებით ნატოს არსენალს უახლესი წყალქვეშა ნავები და სამხედრო ფლოტი ემატება; აგრეთვე გრიპენები - შვედური წარმოების მოიერიშე თვითმფრინავები. რუსეთი შვედეთს, ნატოში გაწევრიანების პასუხად, “პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური” კონტრზომებით ემუქრება.
შვედეთი ნატოსთან ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობდა, მაგრამ ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი იქამდე არ შეუტანია, ვიდრე რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრა. “უნდა დავინახოთ სამყარო, როგორიც არის და არა - როგორიც გვინდა, რომ იყოს,” ამბობს პრემიერი კრისტერსონი.