სირიის სახელმწიფო მედიამ და უსაფრთხოების ძალებმა გამოაცხადეს, რომ ოთხშაბათს, დამასკოს კაფრ სუსა რაიონში, საცხოვრებელი შენობა ისრაელის საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა, ორი ადამიანი დაიღუპა.
სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ იერიში ადგილობრივი დროით 9:40 საათზე მოხდა და სამოქალაქო პირების დაღუპვასთან ერთად, ბევრი სხვა ადამიანი დაიჭრა.
სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა მრავალსართულიანი შენობის დამწვარი გვერდის გამოსახულება. წყარომ უსაფრთხოების სამსახურიდან კი თქვა, რომ „თავდასხმამ თავის მიზნებს ვერ მიაღწია“.
დამასკოს ამ უბანში არის საცხოვრებელი შენობები, სკოლები და ირანული კულტურული ცენტრები. უბანი მდებარეობს დიდი, კარგად დაცული კომპლექსის სიახლოვეს, რომელსაც უშიშროების სააგენტოები იყენებენ. ამ უბანს ისრაელი თავს დაესხა 2023 წლის თებერვალში და რამდენიმე ირანელი სამხედრო ექსპერტი გაანადგურა.
ასევე ნახეთ: ისრაელმა "ჰეზბოლას" სამიზნეებზე ინტენსიური საჰაერო იერიში მიიტანათვითმხილველებმა სააგენტო „როიტერს“ უთხრეს, რომ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგონეს.
ისრაელის სამხედრო უწყებას კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.
ირანის ნახევრად ოფიციალური, სტუდენტური ახალი ამბების ქსელის განცხადებით, თავდასხმის დროს ირანის არცერთი მოქალაქე არ დაღუპულა.
სირიის თითქმის 12 წლიანი კონფლიქტის განმავლობაში, ირანი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძირითადი მხარდამჭერია. ირანის მხრიდან დამასკოს და ლიბანური „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა, ისრაელის მუდმივ საჰაერო დარტყმებს იწვევს, რაც თეირანის საზღვარგარეთული სამხედრო ძალის მოსათოკადაა გამიზნული.