ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საჰაერო დარტყმა სირიაზე


სირიის ტერიტორია ისრაელის ავიაციამ დაბომბა

ისრაელის ოფიციალური პირებიც განცხადებით, თელავივმა სირიის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმა განახორციელა და ლიბანური მოძრაობა „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო სისტემა დაბომბა. ამის შესახებ, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ანონიმურად ისაუბრეს. თუმცა, ამ ცნობას ისრაელის მთავრობა ოფიციალურად არ ადასტურებს. შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ცნობით, საჰაერო დარტყმა ხუთშაბათს ღამით ან პარასკევს დილით განხორციელდა, თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ისრაელის ავიაციის კუთვნილი თვითმფრინავები იყო.
XS
SM
MD
LG