ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი მეამბოხეების შეიარაღება


„მეამბოხეების შეიარაღება ერთერთი ვარიანტია,“- აცხადებს ჰეიგელი.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ვაშინგტონი განიხილავს სირიელი მეამბოხეები შეიარაღების საკითხს.
ამერიკა მეამბოხეებს დღემდე არა-ლეთალურ დახმარებას აწვდიდა. როგორც ამერიკის ხმის კორესოპონდენტი ლუის რამირესი პენტაგონიდან გვატყობინებს, გუშინდელ ბრიფინგზე ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, ვაშინგტონი აპირებს ამ საკითხში თავის მიდგომას გადახედოს და შესაბამისად, ამ პროცესში რიგი ალტერნატივები განიხილოს:
„მეამბოხეების შეიარაღება ერთერთი ვარიანტია,“- აცხადებს ჰეიგელი.
თუმცა პენტაგონის თავკაცის თქმით, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის იმასთან დაკავშირებით თუ კონკრეტუად რა რეკომენდაცია გაეგზავნება თეთრ სახლს, და გადაიდგმება თუ არა ეს ნაბიჯი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდების სასარგებლოდ.
ჰეიგელმა დასძინა, რომ მიმდინარეობს ფრთხილი შეფასება გადაწყვეტილებისა-უნდა მოახდინოს თუ არა ამერიკამ სირიის ოპოზიციის შეიარაღება.
თავდაცვის მდივანმა ცოტა ხნის წინ ადმინისტრაციის მოსაზრება გაახმოვანა, და თქვა, რომ სრული დაბეჯითებით თუ არა, ამერიკას მაინც შეუძლია თქვას რომ სირიაში ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული სირიელი ხალხის წინააღმდეგ. მან თქვა, რომ ამერიკის ოფიციალური უწყებები ფაქტებს ეცნობიან და მოკავშირეებთან გადიან კონსულტაციებს.
„სანამ გადაწყვეტილებას სისრულეში მოვიყვანთ ჩვენ ფაქტები გვჭირდება, შემდეგ რამდენიმე ალტერნატივას გავიაზრებთ,“- გაიმეორა ჰეიგელმა
აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა მდივანმა პენტაგონში სიტყვით გამოსვლა ბრიტანელი კოლეგის ფილიპ ჰამონდის ვიზიტს დაამთხვია. ჰამონდმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ ლონდონი სამხილის მიღების მოლოდინშია რათა თავისი მოქმედება აირჩიოს.
ჰამონდის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს არ სურს წარსულის შეცდომების გამეორება.
ჰამონდი: „ბრიტანელებს კარგად ახსოვთ თუ რა სამხილი წარუდგინეს მათ ერაყის სიტუაციასთან დაკავშირებით 2003 წელს, რაც საბოლოოდ არ გამართლდა. ახლა, ჩემს ქვეყანაში ძალიან მკაფიო მოსაზრება არსებობს, რომ ძალიან ნათელი, მაღალი ხარისხის სამხილი უნდა გაგვაჩნდეს, სანამ გეგმებს ავაწყობთ მოქმედების მიზნით, “ -პენტაგონში სტუმრობისას თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ფილიპ ჰამონდმა.
ვაშინგტონმა არაერთხელ მოთხოვა სირიის პრეზიდენტს რომ ძალადობის შეწყვეტის, რეგიონში სატბილურობის დამყარებისა და სირიის დემოკრატიაზე გადასვლის დასაწყებად ის უნდა გადამდგარიყო. ამ პირობებშიც კი, ამერიკელი ლიდერები დღემდე ფრთხილობენ სირიელი მეამბოხეების შეიარაღებას, იმ მოტივით რომ მიწოდებული იარაღი შესაძლოა ერთ დღეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების ხელში აღმოჩნდება. ამ შეშფოთებას, ამერიკასთან ერთად, ისრაელი და სხვა მოკავშრეებიც იზიარებენ.
XS
SM
MD
LG