ევროკავშირის წევრებმა ოთხშაბათს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცეს. სანქციები ეხება 200-მდე კომპანია-ორგანიზაციასა და პირს, რომლებიც ბრალდებულნი არიან იარაღის შესყიდვაში, მოსკოვის დახმარებასა და უკრაინელი ბავშვების გატაცებაში.
„ევროკავშირის ელჩები ახლახან შეთანხმდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფარგლებში სანქციების მე-13 პაკეტზე“, - განაცხადა სოციალურ ქსელ "X"-ზე ბელგიამ, რომელსაც ახლა, როტაციის პრინციპით, ევროკავშირის პრეზიდენტის სტატუსი აქვს და აცხადებს, რომ ეს „ევროკავშირის მიერ, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ დამტკიცებული პაკეტია.“
ასევე ნახეთ: ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ ამერიკა რუსეთს სანქციებს დაუწესებსსაინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ევროკავშირის დიპლომატიურ წრეებში რამდენიმე ადამიანს ესაუბრა, ვინც ამბობს, რომ სანქციების ახალი პაკეტით, ევროკავშირში მოგზაურობის ან იქ ბიზნეს-საქმიანობის აკრძალვის მქონე პირთა სია გაფართოვდა და მას 193 იურიდიული და ინდივიდუალური პირი დაემატა. მაგრამ ეს პაკეტი არ ითვალისწინებს ახალ ზომებს კონკრეტული ეკონომიკური სექტორების მიმართ.
“როიტერის” წყაროების თქმით, სიების ფოკუსი უხეშად იყოფა სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს შორის, რომლებიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ნაწილია და მათზე, ვინც მონაწილეობს ტრეფიკინგისა და უკრაინელი ბავშვების გატაცებაში. წყაროების თქმითვე, პაკეტში დამატებულია ერთი ჩრდილოეთ კორეული და ერთი ბელორუსული ფირმა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა გასული წლის მარტში განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ბავშვებზე ზრუნვის სახლებიდან "სულ მცირე ასობით" ბავშვი წაიყვანა და "ბევრი" მათგანი გააშვილეს.
უკრაინელი ბავშვების გატაცებაში, სასამართლომ ბრალი წაუყენა რუს ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მომხდარს სამხედრო დანაშაული უწოდა. მოსკოვი უარყოფს რაიმე დანაშაულს და აცხადებს, რომ ომის ზონიდან ბავშვები მათივე დაცვის მიზნით წაიყვანეს. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა 4000-ზე მეტი ბავშვი წაიყვანა.
ახალი ზომები ასევე ფოკუსირებულია შესყიდვების ქსელზე, რომელიც მხარს უჭერს რუს სამხედროებს, განსაკუთრებით მიწოდების ქსელს დრონების წარმოებისთვის. IV დანართის სიას დაემატა ოცდაშვიდი კომპანია, რაც ნიშნავს, რომ ევროპული ფირმები მათ ორმაგი დანიშნულების საქონელს ვერ მიჰყიდიან. ეს ხშირად ისეთი პროდუქტია, რაც ირიბად შესაძლოა ომისთვის საჭირო იარაღის ან მასალების წარმოებისთვის იყოს აუცილებელი.
ასევე ნახეთ: რუსეთმა განადგურებული ავდიივკის ვიდეო მასალა გამოაქვეყნასანქციების პაკეტში დამატებული კომპანიები ძირითადად რუსულია და ასევე მოიცავს 3 ჩინურ ფირმასა და ერთ ჰონგ-კონგში დაფუძნებულ კომპანიას, - ამბობენ “როიტერის” წყაროები.
პაკეტი ოფიციალურად დამტკიცდება 24 თებერვალს, რუსეთის მიერ, უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით.