შენგენის ზონის ვიზების გაუქმების შემდეგ, 2 იანვარს ასობით კოსოვოელი ორშაბათს პრიშტინას აეროპორტიდან ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრა.
ასევე ნახეთ: პუტინის და ორბანის ნელი ტანგოდასავლეთ ბალკანეთში კოსოვო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის მოქალაქეებსაც ჯერ კიდევ სჭირდებოდათ ვიზა ევროკავშირში გასამგზავრებლად.
„ახლა ჩიტივით თავისუფლად ვგრძნობ თავს, როცა შემიძლია ვიმოგზაურო მთელს ევროპაში“ - თქვა ჰაბიბ სპაჰიუმ, რომელიც შვილთან ერთად ვენაში ორდღიანი ვიზიტით მიემგზავრებოდა.
მგზავრებს აეროპორტში კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი დახვდა.
„ამას დიდი ხანია ველოდებით. ეს დიდი ხნის განმავლობაში უსამართლობა იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ“, - თქვა კურტიმ.
შენგენის ზონა 400 მილიონზე მეტ ადამიანს აძლევს წევრ ქვეყნებს შორის, სასაზღვრო კონტროლის გარეშე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას.