პრეზიდენტი ზელენსკი ფრონტის ხაზის ათეულობით ლოკაციაზე „ინტენსიური ბრძოლების“ შესახებ საუბრობს. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული ძალების მიერ ხერსონის ბოლო დაბომბვას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთი მოხუცი მამაკაცია, რომელიც სოფელში, ავტოფარეხში იმყოფებოდა, კიდევ ერთი დაღუპული, ქალი კი - ავტობუსის გაჩერებასთან.
„რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ხერსონი“, - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე მდებარე საპორტო ქალაქი, უკრაინული ძალების დაწინაურების კვალდაკვალ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გასულ წელს დატოვა. თუმცა, ახლა, მდინარის აღმოსავლით ნაპირიდან ქალაქს რეგულარულად ბომბავს.
ასევე ნახეთ: ზელენსკი საკვანძო ადგილების უფრო სწრაფად გამაგრებისკენ მოუწოდებსპრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ფრონტის ხაზზე ყველაზე მძიმე ბრძოლები აღმოსავლეთის ქალაქებში იყო, როგორებიცაა მარინკა, ავდიივკა, ბახმუტი. თუმცა, მისივე თქმით, ასევე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ხარკივს რეგიონში და ქვეყნის სამხრეთში.
"სასტიკად დაბომბეს ხერსონში შენობები, ქუჩები, საავადმყოფოები", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მისი თქმით, მხოლოდ ხერსონის რაიონი, ერთ დღეში, ოცჯერ დაიბომბა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქ კოსტანტინივკაში, დაბომბვის შედეგად 69 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა, 70 წლის ქალი კი მძიმედ დაშავდა.
ქალაქ ავდიივკაში კი, 64 წლის მამაკაცმა, მძიმე დაზიანებები მაშინ მიიღო, როცა საკუთარ ბაღში იმყოფებოდა.
სამხრეთით, სოფელ სადოვეში, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 78 წლის მამაკაცი, რომელიც კერძო ავტოფარეხში იმყოფებოდა, განაცხადა ქალაქ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციამ.
პროკუდინის თქმით, რუსულმა ჭურვებმა ასევე დააზიანა ორი საავადმყოფოს ფასადი, მაგრამ დასძინა, რომ იქ მსხვერპლი არ ყოფილა.