რუსეთმა პარასკევს დილით უკრაინაზე დრონებით მასიური შეტევა დაიწყო, დაარტყა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის დასავლეთსა და სამხრეთში და გაანადგურა კერძო სახლები და კომერციული ნაგებობები ხარკივში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ოფიციალური პირები ავრცელებენ.
ასევე ნახეთ: გენერალი ზალუჟნი: ომი სტატიკურ, დაღლილობის ფაზაში გადადისსაჰაერო ძალების განცხადებით, მათ გაშვებული 40-დან 24 „შაჰედის“ ტიპის დრონი ჩამოაგდეს. ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო ხარკივის, ოდესის, ხერსონისა და ლვივის რეგიონებზე.
საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს ერთი X-59 რაკეტაც.
"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსი ტერორისტები შეეცდებიან მეტი ზიანი მოგვაყენონ. ჩვენ მტერს ვუპასუხებთ", - თქვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმაზე და დასძინა, რომ საჰაერო თავდაცვა 10 სხვადასხვა რეგიონში იყო აქტიური.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინა ემზადება ენერგოსისტემაზე რუსული საჰაერო თავდასხმებისთვის ზამთრის განმავლობაში, რომელიც მათი თქმით, წელს უფრო დაუცველია, ვიდრე შარშან იყო.
საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ამ თავდასხმის დროს რუსებმა დრონები რამდენიმე ტალღად გაუშვეს და საფრენი აპარატების მცირე ჯგუფები სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად გაუშვეს. ზოგიერთ რაიონში საჰაერო განგაში ღამის განმავლობაში რამდენიმე საათს გაგრძელდა.