ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი ზალუჟნი: ომი სტატიკურ, დაღლილობის ფაზაში გადადის


უკრაინის მთავარსარდლის განცხადებით, რუსეთთან მიმდინარე ომი, სტატიკური და დაღლილობის ახალი ფაზისკენ მიდის, რაც მოსკოვს სამხედრო ძალის აღდგენის საშუალებას მისცემს.

ოთხშაბათს გქმოქვეყნებული „ეკონომისტის“ სტატიაში, გენერალი ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ მის არმიას, ომის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც უკვე 21 თვეა გრძელდება, ახალი სამხედრო შესაძლებლობები და ტექნოლოგიური ინოვციები სჭირდება.

„ეს სარგებელს მოუტანს რუსეთს, რაც მას საშუალებას მისცემს აღადგინოს თავისი სამხედრო ძალა, რაც საბოლოოდ ემუქრება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და თავად სახელმწიფოს“ - ასე აღწერს გენერალი ზალუჟნი რისკებს, რასაც გახანგრძლივებული, დაღლილი ბრძოლები ქმნის. მისი თქმით, ამინდის გაუარესება ბრძოლებს კიდევ უფრო შეანელებს.

ამასთან, რუსეთის ძალების მიერ, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეტევის დაწყების ფონზე, კიევი შიშობს, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მოსკოვი ელექტროსისტემაზე კვლავ თავდასხმებს გეგმავს.

სტატიაში ხაზგასმული იყო რუსეთის საჰაერო ძალების უპირატესობა, როგორც ფაქტორი, რომელიც ართულებს უკრაინის ძალების წინსვლას. ამასთან, კიევს მასიური დარტყმების განხორციელებისკენ უბიძგებდა.

"ძირითადი იარაღი, როგორიცაა რაკეტები და ჭურვები, არსებითი მნიშვნელობის რჩება. ამ ტიპის ომთან გასამკლავებლად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ძირითადი სამხედრო შესაძლებლობები და ტქნოლოგიები სჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი საჰაერო ძალლაა“ - ამბობს ზალუჟნი.

XS
SM
MD
LG