ისრაელის გენშტაბი: „ჩვენი მიზანია „ჰამასის“ სრული განადგურება“

ისრაელმა განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში, ღაზაზე თავდასხმების დროს, „ჰამასის“ ათობით მებრძოლი მოკლა. თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის ომს, რომლის მიზანი დაჯგუფების სრული განადგურებაა, გარკვეული დრო დასჭირდება.

ისრაელის ტანკები და ჯარები, ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ მართული ანკლავის საზღვარზეა განლაგებული. გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი აცხადებს, -„სამხრეთში სახმელეთო იპერაციისთვის, ჩვენ კარგად ვართ მომზადებული.“

ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში, მათ სამიზნეში „ჰამასის“ 400-ზე მეტი მებრძოლი ამოიღეს. შედეგად, დაღუპულია დაჯგუფების ათობით მებრძოლი, მათ შორის, მეთაურის სამი მოადგილე.

ასევე ნახეთ: ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შევიდა

ისრაელის ძალების საჰაერო დარტყმის სამიზნეებს შორის იყო გვირაბი, რომელიც „ჰამასს“ ისრაელში ზღვიდან შეჭრის საშუალებას აძლევდა. ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებით, მისი სამიზნე ასევე იყო მეჩეთებში განთავსებული „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრები.

„ჩვენი მიზანია ჰამასის სრული განადგურება“ - განაცხადა ისრაელის გენშტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ.

ისრაელის არმიის სპიკერმა, კონტრადმირალ დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ სამხედროები "მზად და გადაწყვეტილნი" არიან ომის შემდეგი ეტაპისთვის და ელოდებიან ბრძანებას. თუმცა, ჯერ უცნობია, რამდენად მალე შეძლებს ისრაელი სრულმასშტაბიანი შეჭრას.

"ჰამასის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის დაბომბვის შედეგად, ათობით პალესტინელი დაიღუპა ან დაიჭრა, ძირითადად სამხრეთ ღაზაში. ოფიციალური პირების თქმით, სულ მცირე 15 სახლი დაინგრა.

"ჰამასის" კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის უწყების სპიკერმა, აშრაფ ალ-ქიდრამ განაცხადა, რომ 40-ზე მეტმა სამედიცინო ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მათ საწვავი ამოეწურა. მისი განცხადებით, საწვავის დეფიციტი, ზოგიერთი ბენზინგასამართი სადგური, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურდა.

7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმისას, „ჰამასის“ მებრძოლებმა, ერთ დღეში 1400 ადამიანი მოკლეს, 200-ზე მეტი კი მძევლად წაიყვანეს. საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. "ჰამასის" განცხადებით, ღაზის სექტორზე ისრაელის ორკვირიანი თავდასხმების შედგად, ამ დრომდე, 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ასევე ნახეთ: "ჰამასის" განცხადებით, დამატებით ორი ტყვე თავისუფალია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ისრაელს მოუწოდა, ღაზაში მეტი დახმარება დაუშვას. „ჰამასის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ომის ფარგლებში, ისრაელმა ღაზა ბლოკადაში მოაქცია. გაერო აცხადებს, რომ სექტორში ჰუმანიტარული კრიზისია და აქამდე იქ შესული დახმარება მოთხოვნილებების მცირე ნაწილს აკმაყოფილებს.