გადაიზრდება „ჰამასი“- ისრაელის ომი, უფრო ფართომასშტაბიან ომში, არაბული ქვეყნების, ირანის და სხვა დიდი აქტორების მონაწილეობით? ვინ დგას „ჰამასის“ უკან? ირანის გარდა, რუსეთიც? როგორ იმოქმედა ისრაელის უსაფრთხოებაზე კოალიციურ მთავრობაში, ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდოქსი მინისტრების გამოჩენამ და რა ბედი ელის პრემიერ ნეთანიაჰუს? რეალურად ვინ უჭერს მხარს არაბული ქვეყნებიდან პალესტინელებს და დაკარგა თუ არა პალესტინამ, უპრეცედენტო ტერაქტის შემდეგ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა?
ამ და სხვა თემებზე, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორს და გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, გიორგი სანიკიძეს ესაუბრა:
სისასტიკე პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს, არასოდეს აკლდა, მაგრამ უმრავლესობა მაინც გააოგნა, პალესტინური ტერორისტული დაჯგუფების „ჰამასის“ დანაშაულმა, ბავშვების, ქალების, მოხუცების მასობრივმა დახვრეტამ, გაუპატიურებამ, ტყვედ აყვანამ. დიდი ხანია ამ კონფლიქტს ადევნებთ თვალს, როგორც აღმოსავლეთმცოდნე, გახსენდებათ წარსულში, ამ მასშტაბის დანაშაული, უდანაშაულო ადამიანების ასეთი ხოცვა-ჟლეტა?
არ მახსენდება მსგავსი ტერორისტული აქტი, ასეთი მასობრივი თავდასხმა, მათ შორის ბავშვებზე. სხვას რომ თავი დავანებოთ, მათი რელიგია - ისლამი კრძალავს ასეთ დანაშაულს. არა მეომარ, ქალებზე, მოხუცებზე და ბავშვებზე თავდასხმას ისლამი კრძალავს. არ მახსენდება ასეთი უსასტიკესი რამ. ისრაელის პასუხი ყოველთვის არის ხისტი. ასე ვიტყოდი, „კბილი კბილის წილ“ კი არა, „კბილები კბილის წილ“ არის
მე არ მახსენდება მსგავსი ტერორისტული აქტი, ასეთი მასობრივი თავდასხმა, მათ შორის ბავშვებზე. სხვას რომ თავი დავანებოთ, მათი რელიგია - ისლამი კრძალავს ასეთ დანაშაულს. არა მეომარ, ქალებზე, მოხუცებზე და ბავშვებზე თავდასხმას ისლამი კრძალავს. არ მახსენდება ასეთი რამ.
მეორე რასაც დავამატებდი, ისრაელის პასუხი ყოველთვის არის ხისტი. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ყოველთვის აფრთხილებს (ღაზის მოსახლეობას) რომ გაეცალეთ ამ შენობას და მოსახლეობას ხშირად, „ჰამასი“ ფარადაც იყენებს, მსხვერპლი ძალიან ხშირად დიდია. ხისტი არის პასუხი, ასე ვიტყოდი, პრინციპში რომ „კბილი კბილის წილ“ კი არა, „კბილები კბილის წილ“ არის.
რამდენად დიდია საფრთხე რომ „ჰამასის“ ტერორისტების სისხლიანი თავდასხმისა და ისრაელის პასუხის შემდეგ, ეს ომი ღაზას სექტორს გასცდეს და დიდ კონვენციურ ომში გადაიზარდოს?
იცით, ისეთი მოულოდნელი რამ მოხდა, რომ დღეს ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება. მაგრამ, მაინც მეჩვენება, ფრთხილ ვარაუდს გამოვთქვამ რომ ეს არ უნდა გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ომში, სხვადასხვა აქტორების ჩართულობით. მეჩვენება, რომ ეს ოპერაცია, თავდასხმა, კონკრეტულად, „ჰამასის“ ოპერაციაა.
ამ ოპერაციის მიზანი ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღება რომ ყოფილიყო, სხვების ჩართულობით, ალბათ, უნდა მომხდარიყო, სინქრონულად, ისრაელზე თავდასხმა, იგივე, ლიბანიდან, „ჰეზბოლის“ მიერ. იგივე დასავლეთ სანაპიროდან, პალესტინელების მიერ, შეიძლება, სირიის ფაქტორიც ჩავრთოთ და ირანის ჩართულობაც არ გამოვრიცხოთ.
დღეს, ეს მოცემულობა პრინციპში, არ არსებობს. ანუ თავდასხმა იყო კონკრეტულად ღაზის სექტორიდან. არის მცირე ინციდენტები ლიბანის საზღვართან, დასავლეთ სანაპიროზე, მაგრამ ფართომასშტაბიანი ოპერაცია სხვა აქტორების მიერ არ მიმდინარეობს. ბუნებრივია, არ არის არაფერი გამორიცხული, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ეს უფრო ფართომასშტაბიან, მთელი რეგიონის მომცველ ომში არ გადაიზრდება.
Your browser doesn’t support HTML5
ისრაელმა გამოაცხადა ომის მდგომარეობა და პრემიერმა ნეთანიაჰუმ არაერთხელ გაიმეორა, რომ „ჰამასი“, ღაზა და ისრაელის სხვა მტრები ისეთ საპასუხო დარტყმას მიიღებენ, რომელიც აქამდე არ უნახავთ.
თავად ისრაელში ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ღაზას სექტორში შეჭრა და სახმელეთო ოპერაცია „ცაჰალს“ მძიმე დანაკარგებად დაუჯდება, არ ვართ ასეთი ურბანული ბრძოლებისთვის მზადო. რას გულისხმობს ნეთანიაჰუ თქვენი აზრით? საერთოდ, შესაძლებელია რომ „ჰამასის“ და ღაზის პრობლემა ისრაელმა ერთი, თუნდაც "მძლავრი" დარტყმით გადაჭრას?
ეს ძალიან რთული ამოსაცნობია, პირდაპირ გეტყვით. ნეთანიაჰუმ ისიც თქვა, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. ხანგრძლივი ომი გულისხმობს იმას, რომ „ჰამასი“ მთლიანად განადგურდეს. რაც შეეხება ისრაელის ოპერაციას, ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, ურბანული ბრძოლები ძალიან რთული იქნება ისეთ ტერიტორიაზე, როგორიც ღაზის სექტორია. ეს არის მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი.
ისრაელი 2014 წელს, საკმაოდ ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირების დროს ღაზასთან, ძირითადად, საჰაერო დარტყმებს ახორციელებდა. მაგრამ საბოლოო მიზანი, რომ „ჰამასი“ განადგურებულიყო, ეს არ მოხდა. ამიტომ, ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, დაიწყება თუ არა სახმელეთო ოპერაცია ღაზაში და თუ დაიწყო, რა შედეგები ექნება მას
მეორე ფაქტორი არის ის, რომ ისრაელი ადრეც, იგივე 2014 წელს, საკმაოდ ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირების დროს ღაზასთან, ძირითადად, საჰაერო დარტყმებს ახორციელებდა. ამ საჰაერო დარტყმებმა გარკვეულ მიზანს, რა თქმა უნდა, მიაღწია, მაგრამ საბოლოო მიზანი, რომ „ჰამასი“ განადგურებულიყო, ეს არ მოხდა. ამიტომ, ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, დაიწყება თუ არა სახმელეთო ოპერაცია ღაზაში და თუ დაიწყო, რა შედეგები ექნება მას.
ხომ არ ხედავთ ერთგვარ ბმას, უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტულ თავდასხმასა და იმ ფაქტს შორის, რომ 2022 წლის დეკემბერში, კორუფციის ბრალდებით ძალაუფლებას ჩამოცილებული ნეთანიაჰუ, ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდოქსი პარტიების დახმარებით დაბრუნდა?
ჯერ კიდევ მაშინ ისრაელის სტრატეგიული პარტნიორები, იგივე აშშ, გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ ნეთანიაჰუს უკიდურესად მემარჯვენე მთავრობაში, ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენა, როგორებიც არიან უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი, ფინანსთა მინისტრი ბაცალელ სმოტრიჩი და სხვები, უკიდურესად დაძაბავდა პალესტინელებთან ურთიერთობას, ასევე გაართულებდა ურთიერთობას ისრაელის მოკავშირეებთან, ეს კი შეარყევდა ისრაელის უსაფრთხოებას...
გარკვეული ბმა ბუნებრივია არსებობს. დღეს, ისრაელის ხელმძღვანელობაშიც, ულტრაკონსერვატორების, ულტრანაციონალისტების სახით არიან „ცხელი თავები“, ასე დავარქვათ. საკმაოდ შეურიგებელი და ხისტი პოზიციაა პალესტინის საკითხისადმი.
სიტუაცია ასეთია, რომ „ლიკუდს“, რომელსაც სათავეში უდგას ნეთანიაჰუ, კოალიცია აქვს, ულტრანაციონალისტურ და ულტრაკონსერვატორულ პარტიებთან, რომლებსაც პალესტინის სახელმწიფოს არსებობის დაშვებაც კი არ უნდათ. ისინი ღიად ამბობენ, რომ პალესტინის სახელმწიფომ არ უნდა იარსებოს. „ლიკუდიც“ პრინციპში, ბოლო წლებში, საკმაოდ ხისტ პოლიტიკას ავლენდა, პალესტინის საკითხის მიმართ.
პრობლემა ის არის რომ 1993 წლის ოსლოს შეთანხმების და „საგზაო რუქის“ დასახვის შემდეგ, თითქოს გამოჩნდა პერსპექტივა რომ ადრე თუ გვიან, პალესტინის სრულფასოვანი სახელმწიფო შეიქმნებოდა. დღეს, ისრაელის ხელისუფლებაში მყოფი კოალიციისთვის ეს პერსპექტივა მიუღებელი აღმოჩნდა. მეორე მხრივ, ბუნებრივია, იმ წარმოუდგენელმა ტერორისტულმა თავდასხმამ, რომელიც „ჰამასმა“ განახორციელა, პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, ძალიან შორეულ პერსპექტივაში გადაისროლა.
Your browser doesn’t support HTML5
რასაც ვხედავთ, ამ თავდასხმამ ორად გახლეჩილი ისრაელი გააერთიანა. იარაღი აიღეს და ომში წავიდნენ ის სამხედrოებიც და რეზერვისტებიც, ვინც ისრაელის დემოკრატიისთვის ძალიან საშიშ სასამართლო რეფორმისა და მთავრობაში ულტრანაციონალისტების ყოფნის გამო, ბოლო დრომდე, სამხედრო ბაზებზე არ ცხადდებოდნენ.
ამავე დროს, სულ უფრო ღიად ისმის კითხვები ისრაელის პრემიერის და მთავრობის პასუხისმგებლობის თაობაზე. ალბათ, ნახავდით, „ჰაარეცში“ პუბლიკაციას - „20 კითხვა ნეთანიაჰუს“, სადაც პირველი კითხვაა, გააფრთხილა თუ არა ნეთანიაჰუ ეგვიპტის დაზვერვის მინისტრმა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ერთი კვირით ადრე? შემდეგი კითხვაა, რატომ შექმნა კოალიცია ულტრაორთოდოქსებთან, რაც პალესტინელების დაცინვა და შეურაცხყოფა იყო.
ისრაელში თითქოს არ სჯერათ დაზვერვისა და თავდაცვის ძალების ასეთი კატასტროფული ჩავარდნის. ბევრი აღნიშნავს, რომ ამ საზარელი თავდასხმის შემდეგ, სწორედ ულტრაორთოდოქსების რეიტინგი და ძალაუფლება გაიზარდა. როგორც თქვენ აღნიშნეთ პალესტინის სახელმწიფოს, მათთან თანაცხოვრების საკითხი და სხვა საკამათო თემები ავტომატურად მოიხსნა, ისე რომ სასამართლო რეფორმაც აღარ არის საჭირო. იგივე, ბენ გვირმა დაიწყო იარაღის მასიური დარიგება ყველა ისრაელელისთვის... მესმის, რომ ამ ვერსიაში მეტია შეთქმულების თეორია, მაგრამ საინტერესოა თქვენი აზრი...
ძალიან ლოგიკურია თქვენი კითხვა, მაგრამ ერთი მომენტია, რომ ძალიან რთულად წარმოსადგენია, რომ ისრაელის ხელისუფლება დაუშვებდა ასეთ მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში. წარმოუდგენელი რაღაცაა.
დღეს, ისრაელი ხელმძღვანელობაშიც, ულტრაკონსერვატორების, ულტრანაციონალისტების სახით, არიან „ცხელი თავები“, საკმაოდ შეურიგებელი და ხისტი პოზიციაა პალესტინის საკითხისადმი. მათ პალესტინის სახელმწიფოს არსებობის დაშვებაც კი არ უნდათ. ღიად ამბობენ, რომ პალესტინის სახელმწიფომ არ უნდა იარსებოს. „ლიკუდიც“ ბოლო წლებში, საკმაოდ ხისტ პოლიტიკას ავლენდა, პალესტინის საკითხის მიმართ
ეს ინფორმაცია, რომ ეგვიპტის სადაზვერვო სამსახურებმა (ნეთანიაჰუს) შეატყობინეს, ეს ნამდვილად იყო. მეორეს მხრივ ფაქტია, რომ ისრაელის დაზვერვა, რომელიც ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა, არაერთი მაგალითი არსებობს, ათწლეულების მანძილზე, როგორ გააუვნებელყვეს ტერორისტთა მოქმედებები, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად უმოქმედო აღმოჩნდა. უმოქმედო აღმოჩნდა ხელისუფლება. არის ინფორმაციაც, რომ თითქოს, ისრაელის დაზვერვამ ხელისუფლებას მიაწოდა გარკვეული მონაცემები, მაგრამ ნეთანიაჰუს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.
ბუნებრივია, ამ განწყობებს ისრაელის საზოგადოებაში, ცოტა შეთქმულების თეორიის ელფერი დაკრავს. ნამდვილად ვერ გეტყვით და ალბათ, ვერც ვერავინ გეტყვით ამაზე, რომ პროვოკაციაზე წამოაგო „ჰამასი“ ნეთანიაჰუმ, რომლის პოპულარობაც საკმაოდ დაცემულია და „ჰამასმა“ ასეთი გაუგონარი ტერორისტული აქტი მოაწყო. ვიმეორებ, რთული წარმოსადგენია, რომ ისრაელის მხარე ამაზე წავიდოდა.
ერთი ნამდვილად ფაქტია, რომ დღევანდელ ვითარებაში ისრაელის საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდა. ერთსულოვნება დღეს საკმაოდ მკაფიოა, რომ ტერორისტებს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეთ. ეს თითქოს, ხელს შეუწყობს ნეთანიაჰუს ხელისუფლების და არსებული კოალიციური მთავრობის პოზიციების გამყარებას. ფაქტია ასევე ის, რომ ეს თავდასხმა თავის თავად უდიდესი დარტყმა იყო ისრაელის ხელისუფლებაზეც.
ისტორიული მაგალითები სხვაგვარიც არის. 1973 წლის ოქტომბრის იომ ქიფურის ომმა, შეიწირა პრემიერ გოლდა მეირის პოლიტიკური კარიერა. მაშინაც, ეგვიპტე-სირიის მოულოდნელ თავდასხმას, ისრაელის ძალიან დიდი დანაკარგები მოჰყვა. თითქოს, თავდაპირველი ჩავარდნა თავდაცვის მინისტრ მოშე დაიანის და სხვა სამხედრო ხელმძღვანელების ბრალი იყო, თუმცა, საბოლოოდ, პოსტი, ძალიან დიდმა ფიგურამ გოლდა მეირმა დაკარგა. საერთოდ, ანალოგიას პოულობენ 50 წლის წინანდელ და ახლანდელ თავდასხმასთან, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია რომ ნეთანიაჰუმაც დაკარგოს თანამდებობა?
ძალიან რთულია იმის პროგნოზი, დაკარგავს თუ არა ნეთანიაჰუ თანამდებობას, თუმცა მას ძალიან ბევრ კითხვაზე რომ მოუწევს პასუხის გაცემა, ომის დასრულების შემდეგ, პრინციპში, ყველასთვის ნათელია.
რაც შეეხება იომ ქიფურის ომს, საბოლოო ჯამში, ეს ომი „ყაიმით“ დამთავრდა. რეალურად, პატური სიტუაცია შეიქმნა. სიმბოლოებს თუ მივაქცევთ, ყურადღებას, ისევე როგორც 1973 წლის ომი, 2023 წლის თავდასხმაც, დაიწყო 6-7 ოქტომბერს.
მეორე მომენტი ის არის, რომ ეგვიპტეში, რომელიც 1973 წლის ომის მთავარი მონაწილე იყო და ის დაესხა მოულოდნელად თავს ისრაელს, „იომ ქიფურის“ დღესასწაულის დროს, ომის დასაწყისის დღე (5 ოქტომბერი - არმიის დღე), არის ეროვნული დღესასწაული, ომის დასრულების დღე არა, რადგან ომის დასაწყისი იყო ძალიან წარმატებული.
შემდეგ მოხდა ისე, რომ პატური სიტუაცია შეიქმნა, ერთ მხარეს, ისრაელელებს ჰყავდათ ეგვიპტელები მომწყდებული, მეორე მხარეს ეგვიპტეს ისრაელელები. საბოლოოდ, დიდი მსხვერპლის შედეგად დამთავრდა ომი ისე, რომ 1978 წელს, კემპ-დევიდის ცნობილ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს ეგვიპტეს და ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთს აღიარებენ.
ეგვიპტე ახსენეთ და როგორ დაახასიათებდით, არაბული ქვეყნების რეაქციას, „ჰამასის“ უმძიმეს ტერორისტულ აქტზე და შემდეგ, ისრაელის საპასუხო დარტყმებზე? საუბარია, რომ ჩაშლის პირას არის საუდის არაბეთის და ისრაელის ისტორიული შეთანხმება; თუ ისრაელმა ღაზაში სახმელეთო შეტევა დაიწყო, როგორი იქნება ეგვიპტის პოზიცია, რომელსაც შესაძლოა სინაიზე, მილიონობით ლტოლვილის მიღება მოუწიოს?
პალესტინელებს, განსაკუთრებით ღაზას სექტორში, არა მხოლოდ ისრაელის მიმართ აქვთ მტრული განწყობა, არამედ პირველ რიგში, ეგვიპტის და არაბული სამყაროს მიმართაც. საქმე იმაშია, რომ ბოლო 10-15 წლის მანძილზე, არაბული ქვეყნებისთვის პალესტინის საკითხმა მეორე პლანზე გადაინაცვლა.
რუსეთის კვალი, რუსეთის ინტერესი ნამდვილად არის, რომ სერიოზული კონფლიქტი იყოს ახლო აღმოსავლეთში თუ სხვა რეგიონში. პრინციპში მოხდა ის, რაც რუსეთის ინტერესშია ანუ უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ჰედლაინებში ადგილი ისრაელში მიმდინარე ომს დაუთმო. ეს უპირობოდ რუსეთის ინტერესებშია. რამდენად იარაღით ამარაგებდა რუსეთი „ჰამასს“ ან ჰქონდა თუ არა ლოგისტიკური მხარდაჭერა ამ ნიუანსებზე რთულია მსჯელობა
არაბული ქვეყნები დიპლომატიურ ურთიერთობებსაც ამყარებენ ისრაელთან, იგივე არაბეთის გაერთიანებული საემიროები რო ავიღოთ, მათ საერთოდ „ჰამასი“ ჰყავთ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული. ზოგჯერ პირდაპირ ამყარებენ ისრაელთან დიპურთიერთობას, ზოგჯერ ეს ფარულად ხდება და ეს პალესტინელებისთვისაც ცნობილია.
თუ ადრე, არაბული სამყარო პალესტინის საკითხისადმი ერთიანი იყო და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგაც გამოდიოდა, დღეს ვითარება შეცვლილია, იგივე იორდანიის, ეგვიპტის დამოკიდებულება რო ავიღოთ. ამ თავდასხმამდე თითქმის მიღწეული იყო შეთანხმება ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის, ამ შეთანხმების მისაღწევად წლობით მუშაობა გახდა საჭირო, თუმცა ამ თავდასხმამ და ისრაელის პასუხმა, დროებით გადადო ეს შეთახმება.
ვიმეორებ, რომ არაბული ქვეყნები შეიძლება პალესტინის მხარდაჭერის დეკლარირებას ღიად ახდენენ, მაგრამ ერთი რაც ჩანს, სახელმწიფოს დონეზე არა მგონია, რომ ვინმე მხარდამჭერი გამოუჩნდეს პალესტინელებს და პალესტინას.
იგივე საუდის არაბეთის საკმაოდ ნეიტრალურ განცხადებაში, ოკუპაცია იყო ნახსენები, თუმცა, ამ ტერმინზე ისრაელს რეაქცია არ აქვს, გაეროც და აშშ-იც ოკუპირებულ ტერიტორიებს უწოდებს, დასავლეთ სანაპიროს, აღმოსავლეთ იერუსალიმს და ღაზის სექტორს, ამით არაფერი იცვლება.
რაც შეეხება, არაბულ ქვეყნებში რადიკალურად განწყობილი მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტებს, დიდი ალბათობით, მათ ექნებათ სურვილი რომ კონფლიქტში ჩაერთონ, „ჰამასმა“ მოუწოდა კიდეც მობილიზაციისკენ, თუმცა, მათი შედინება ისრაელის ტერიტორიაზე, დღევანდელ ვითარებაში, საკმაოდ რთულად წარმომიდგენია.
ისრაელმა მომხდარში ბუნებრივია დაადანაშაულა მთავარი მტერი ირანი, „ჰამასის“ და „ჰესბოლას“ მთავარი სპონსორი, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფებების მომზადების და შეიარაღების დიდი გამოცდილება აქვს. მაგრამ ისრაელში და დასავლეთშიც საუბრობენ იმაზეც, რომ ეს თავდასხმა იყო ირანის მოკავშირე რუსეთის ინტერესებში. რომ შეუძლებელია რუსეთის დაზვერვას არ ჰქონოდა ამ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია, რომელიც უკრაინის ომში ნეიტრალიტეტის მიუხედავად, მოსკოვმა მაინც არ გაუზიარა ისრაელს. ხედავთ თუ არა ისრაელელთა წარმოუდგენელ ხოცვაში რუსეთის კვალს?
არაფერს ორიგინალურს არ ვიტყვი ამ შემთხვევაში, რუსეთის კვალი, რუსეთის ინტერესი ნამდვილად არის, რომ სერიოზული კონფლიქტი იყოს ახლო აღმოსავლეთში თუ სხვა რეგიონში, პრინციპში მოხდა ის, რაც რუსეთის ინტერესშია ანუ უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ჰედლაინებში ადგილი ისრაელში მიმდინარე ომს დაუთმო. ეს უპირობოდ რუსეთის ინტერესებშია.
მეორე ფაქტორი ისაა, რომ რუსეთი ორმაგ თამაშს ეწეოდა ამ რეგიონში. საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ისრაელის მთავრობასთან და ასევე, ნორმალური ურთიერთობა პალესტინელებთან, თითქოს, მედიატორის როლი უნდა შეესრულებინა. რამდენად იარაღით ამარაგებდა რუსეთი „ჰამასს“ ან ჰქონდა თუ არა ლოგისტიკური მხარდაჭერა და ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურები ამ თავდასხმის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ, ამ ნიუანსებზე რთულია მსჯელობა.
Your browser doesn’t support HTML5
ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა პრინციპში, ისრაელის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, თქვა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთი გზა, პალესტინის სახელმწიფოს შექმნაა 1967 წლის საზღვრებში, დედაქალაქით - აღმოსავლეთ იერუსალიმში, დღევანდელ ვითარებაში ასეთი სცენარი რამდენად წარმოსადგენია?
რა თქმა უნდა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ეს შესაძლებელი არ არის. ნებისმიერ ასეთ უმძიმეს ისტორიულ კონფლიქტში, მშვიდობის მისაღწევად, ორივე მხარეს სჭირდება კომპრომისებზე წასვლა. არ არსებობს, რომ ერთი მხარე წავიდეს კომპრომისზე და მეორე - არა.
1967 წლის ექვს დღიან ომამდე, რომელიც ისრაელმა მოიგო, სიტუაცია იყო ასეთი, იერუსალიმის საკითხი ასე არ იდგა. 1967 წლის ომის შემდეგ, იერუსალიმი მთლიანად გადავიდა ისრაელის კონტროლს ქვეშ.
დღეს იერუსალიმი რეალურად ორად - არაბულ და ებრაულ ნაწილებად არის გაყოფილი, მაგრამ არაბებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იერუსალიმის, თუნდაც აღმოსავლეთ ნაწილი, იყოს პალესტინის მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი. ამის კატეგორიული წინააღმდეგია ისრაელი და ამ საკითხზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
ლავროვი რასაც ამბობს, 1967 წლის საზღვრებში პალესტინის შექმნა, ეს არის ცალმხრივად, პალესტინის პოზიციის გაჟღერება და მეტი არაფერი. დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მოწოდებები რაიმე სასიკეთოს მომტანი ვერ იქნება. ისრაელის დღევანდელი სახელმწიფო ასეთ კომპრომისებზე არ წავა, ის რაც 1967 წლის ომით აქვთ მოპოვებული, არ დათმობენ.
ბოლოს, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში, საქართველოს პოზიციაზე მინდა გკითხოთ. 1992 წელს, ჩვენ ვაღიარეთ პალესტინის სახელმწიფოებრიობა. 2012 წლის ნოემბერში, „ოცნების“ ახალმა ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას მიესალმნენ, მხარი დაუჭირა, გაეროში პალესტინის ავტონომიის გაზრდას. ეს მაშინ აიხსნა იმით, რომ არაბულ სამყაროსთან ურთიერთობის გაფუჭება არ გვსურდა.
ქართული პოლიტიკური კლასი ზოგადად ერთიანია იმიტომ, რომ ისრაელი ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოსთვის. მეორეც „ჰამასმაც“ და „ჰეზბოლაჰმაც“ მხარი დაუჭირეს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას და გამორიცხულია, ანტიისრაელული განცხადებები ან ქმედება საქართველოს მხრიდან
2017 წელს, ჩვენ უკვე აღარ მივიღეთ, გაეროში, იმ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა, რომელიც ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალმში გადატანას გმობდა. რამდენად თანმიმდევრულია ჩვენი პოლიტიკა? ამჯერად, ხომ არ გართულდება საქართველოს და არაბული სამყაროს ურთიერთობა? ხომ არ არის საფრთხე, რომ სირიის შემდეგ, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, იგივე ლიბანმა ან ირანმა აღიარონ?
ამ შემთხვევაში, მეჩვენება, რომ ქართული პოლიტიკური კლასი ზოგადად ერთიანია იმიტომ, რომ ისრაელი ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოსთვის. მეორე - თქვენ კარგად შენიშნეთ, რომ „ჰამასმაც“ და „ჰეზბოლაჰმაც“ მხარი დაუჭირეს (მათ აღიარების უფლება არ აქვთ) აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას.
წინა წლების, საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნიუანსებში აღარ შევალ, მიმაჩნია, რომ ისრაელის მიმართ ქართველი ხალხი, პოლიტიკური კლასი ერთიანია და გამორიცხულია, ანტიისრაელული განცხადებები ან ქმედება საქართველოს მხრიდან.
რაც შეეხება ლიბანის მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების საფრთხეს, ლიბანი საკმაოდ რთული ქვეყანაა, სადაც მძიმე ვითარებაა, ყველაზე ძლიერი ძალა მანდ, სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფება „ჰეზბოლაა“. მე იმასაც ვერ ვიტყვი რომ ეს ერთიანი ქვეყანაა დღეს, ლიბანის სამხრეთი პრაქტიკულად „ჰეზბოლის“ კონტროლ ქვეშ არის. რთული კითხვაა, არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, რომ ლიბანმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. არც ირანმა, რადგან ირანი ასეთ საკითხებში ნამდვილად ძალიან ფრთხილია.