გამოცემა "ბელინგქეთის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. გროზევი საზოგადოებამ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან ერთად ჩატარებული გამოძიებით გაიცნო. ჟურნალისტებმა საბჭოთა ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" ნავალნის მოწამვლის საქმე გამოიძიეს.ნავალნის დაკავების შემდეგ, ხრისტო გროზევი პოლიტიკოსის მიერ დაარსებულ "კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან" თანამშრომლობას აგრძელებს და ვაშინგტონში სწორედ ნავალნის თანაგუნდელებთან ერთად იმყოფება.
გამომძიებელ ჟურნალისტს რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ, "ამერიკის ხმის" რუსული განყოფილების ჟურნალისტი, რაფაელ სააკიანი ესაუბრა:
როგორ მიმდინარეობს "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" გამოძიებები ალექსეი ნავალნის გარეშე? რამდენად გართულდა თქვენი საქმიანობა მას შემდეგ, რაც ის დააკავეს?
მე ფონდს მხოლოდ კონკრეტულ გამოძიებებში ვეხმარები და კარგად ვხედავ როგორ მუშაობენ. ვიცი, რომ საპატიმროდანაც ის [ნავალნი მათ] იდეებსა და მიმართულებებს აძლევს გამოძიებებისთვის.
თავად ის ფაქტი, რომ ისინი ამ გამოძიებებს ნავალნის ფიზიკური ჩართულობის გარეშე აკეთებენ, ნიშნავს იმას, რომ მან შექმნა ძალიან ეფექტური ორგანიზაცია, რომელსაც მის გარეშეც შეუძლია არსებობა. ეს ისაა, რისი გაკეთებაც ყველა კარგ მენეჯერს და კარგ პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს.
ასევე ნახეთ: რუსეთის სასამართლომ ნავალნის ბრალის გასაჩივრებაზე უარი უთხრაროგორ ფიქრობთ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რამდენად რთულია და რა მექანიზმების გამოყენებაა საჭირო იმისთვის, რომ რუსეთის რეჟიმის ეს დანაშაულებები გამოააშკარაონ, რომ აჩვენონ რას აკეთებენ ისინი უკრაინაში?
ახლა უნიკალური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო რეპრესიული ორგანოების იმ თანამშრომლებისგან, ვინც უკმაყოფილოა ომის დაწყებით. ასეთი ადამიანები არსებობენ. არაა საჭირო, რომ ისინი უმრავლესობაში იყვნენ. საკმარისია, რომ იქ მყოფთა ერთმა პროცენტმა მაინც გასცეს ინფორმაცია. ყველა ჟურნალისტს ჰყავს ნათესავი, რომელსაც ჰყავს ნაცნობი, ვინც ასეთ ორგანოებში მუშაობს და ყოველი მათგანის მოვალეობაა, რომ ეცადოს მაინც, რომ შიდა ინფორმაცია მიიღოს და გამოააშკარაოს [ის].
მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, თუ როგორ აძლევენ ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკრაინელებსაც კი, იმაზე, თუ სად იმყოფებიან, მაგალითად, ომის დამნაშავეები. ვფიქრობ, რომ ამის დაჩქარება და უფრო მასშტაბურად გაკეთებაც შეიძლება და ყოველ ადამიანს შეუძლია, რომ ჟურნალისტი იყოს.
ასევე ნახეთ: გაეროს საგამოძიებო კომისია: რუსი ოკუპანტები სისტემატურად სიკვდილამდე აწამებდნენ ადამიანებსკრემლის მიერ, რუსეთის ოპოზიციის დევნა გრძელდება. მათ შორის, გავრცელდა ინფორმაცია ნატალია არნოს, "თავისუფალი რუსეთის ფონდის" ხელმძღვანელის, ასევე ჟურნალისტ ელენა კოსტუჩენკოს მოწამვლის შესახებ. თქვენი აზრით, კეთდება თუ არა ეს იმისთვის, რომ მათ უთხრან - თავს უსაფრთხოდ ვერსად იგრძნობთ?
დიახ, ამ გამოძიებაზე "ვესტ საიდერთან" ერთად ვმუშაობდით. ერთადერთი ახნსა ამ ყველაფრისა ისაა, რომ შეაშინონ ადამიანები ყველაზე საშინელი გზით. ის ფაქტი, რომ ასეთი მოწამვლების სამიზნეებად ქალებს არჩევენ, არის ფსიქოლოგიური ტერორის გამოხატულება; იმის ჩვენება, რომ თუ ადრე რაიმე ზღვარი არსებობდა, ახლა ისინი სრულადაა წაშლილი, რომ ისინი ნებისმიერს აედევნებიან, რომ [ოპოზიციონერების] ოჯახებს, საყვარელ ადამიანებსაც არ დაინდობენ.
ესაა რეპრესიის ახალი, საშინელი ფაზა, როდესაც მათ ნებისმიერი საფასურის გადახდა შეუძლიათ. ვფიქრობ, რომ ჩვენი აღქმა რისკისა უნდა შევცვალოთ, ვინაიდან ისინი ახლა ყველაფერზე არიან წამსვლელები. თუმცა, მეორე მხრივ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ისინი თავიანთ დასასრულს ხედავენ. ესაა ნებისმიერი იმპერიის დასასრული, როდესაც ისინი ძალაუფლების რამდენიმე თვით შესანარჩუნებლად ყველა წესზე უარს ამბობენ.
თქვენი აზრით, პუტინის რეჟიმი უკრაინაში ომის დროს დაემხობა, თუ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება?
ჩემი აზრით, ომი რეჟიმის ისეთი კოლაფსით დასრულდება, რომ რომელიმე მხარის საბოლოო გამარჯვების ფორმის ნახვასაც ვერ მოვასწრებთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პუტინის ირგვლივ მყოფი ეკონომიკური და ასევე, ძალოვანი ელიტისთვისაც მომგებიანი აღარაა ამ ომის გაგრძელება და თავიანთი დიქტატორის გიჟური ამბიციების მხარდაჭერა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის, რაც პრიგოჟინს მოუვიდა, იყო ერთგვარი მცდელობა და ის, რაც რამდენიმე თვეში, ან მაქსიმუმ ერთ წელიწადში მოხდება, ბოლომდე დაასრულებს ამ რეჟიმს.
ასევე ნახეთ: შოიგუ: რუსეთი უკრაინის ფრონტზე „აქტიურ თავდაცვას“ აგრძელებსპრიგოჟინი ახსენეთ, მაგრამ კადიროვზეც მინდა გკითხოთ. ზოგიერთი ამბობს, რომ პუტინისთვის პრიგოჟინზე მეტ საფრთხეს სწორედ კადიროვი წარმოადგენს. თუმცა, არ ვიცი შესაძლებელია, თუ არა საერთოდ ლოგიკურად მათი შედარება. რას ფიქრობთ, რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია მისი ავადმყოფობის, თუ სიკვდილის პირას ყოფნის შესახებ?
არა, არ მგონია, რომ კადიროვი პუტინისთვის უფრო დიდი საფრთხეა. კადიროვს რეგიონული ამბიციები აქვს. მას შეუძლია უპუტინოდ არსებობა, რადგან სხვა სპოსნორებიც ჰყავს, მაგალითად საუდის არაბეთს შეუძლია მიმართოს. ჩეჩნეთს ახლანდელ სიტუაციაში სპონსორის გარეშე არსებობა არ შეუძლია. მაგრამ პუტინისთვის [კადიროვი] საფრთხე არაა, რადგან სოციალური მხარდაჭერა ამისთვის, თუნდაც, ულტრა ნაციონალისტებში, კადიროვის ირგვლივ არ არსებობს. პრიგოჟინის შემთხვევაში კი იყო ამის საფრთხე.
რა თქმა უნდა, არსებობს ინფორმაცია კადიროვის ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ის სასიკვდილოდაა განწირული.