„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქალებთან პოლემიკაში არ შედის და თავადვე აღიარებს, რომ ეს დამოკიდებულება "შეიძლება" სექსისტურია.
„შეიძლება სექსისტურია, მაგრამ ქალთან არ არის ჩემგან სწორი, შევიდე პოლემიკაში და არც შევდივარ მასთან დაპირისპირებაში. ამით სარგებლობენ ე.წ. კაცები ოპოზიციაში - იფარებენ ქალებს ასეთი პროვოკაციების შესასრულებლად. ვერ მოდიან კაცები, მოჰყავთ ქალები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
ასევე ნახეთ: “ეს არის კატასტროფა“ - ფარცხალაძე ФСБ-თან კავშირების გამო, აშშ-ის სანქციებში მოყვაკობახიძე ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა, როდესაც მასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე მივიდა და „რუსი“ უწოდა.
დღეს პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ჩხუბი და სიტყვიერი დაპირისპირება იყო დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
ოპოზიციის პროტესტი უკავშირდება აშშ-ის მიერ ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების გარშემო პროცესებს. დეპუტატები მოითხოვენ დღეს პარლამენტში დებატები ფარცხალაძის შესახებ გამართულიყო, თუმცა სხდომა არსებული დღის წესრიგით წარიმართა - კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენით.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.
Your browser doesn’t support HTML5