რუსეთ-უკრაინის ომში 52-ე ქართველი დაიღუპა

42 წლის ნიკოლოზ ახვლედიანი ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპა

42 წლის ნიკოლოზ ახვლედიანი რიგით 52 ქართველი მოხალისეა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა. ახვლედიანი უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში იბრძოდა და დროებით ანექსირებული ბახმუტიდან 7 კმ-ით მოშორებულ სოფელ კლიშიივკასთვის ბრძოლაში მოკლეს.

ახველდიანი უკრაინის არმიის "ინტერნაციონალურ ლეგიონში" იბრძოდა

უკრაინის არმიამ კლიშიივკასთან ოპერატიულ ალყაში მოაქცია მტერი და ჩრდილო-დასავლეთიდან ბახმუტზე შეტევისთვის პლაცდარმს ამზადებს. გავრცელებული ინფორმაციი, 23 აგვისტოს, ახვლედიანი უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად, წინა ხაზზე საბრძოლო დავალებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც დაბომბვაში მოჰყვა და ჭურვი მოხვდა.

„ნიკა დიდი ხნის მანძილზე, „ქართულ ლეგიონში“ იყო, შემდეგ, უკრაინის "ინტერნაციონალურ ლეგიონს" შეუერთდა. ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპა, მათი ჯგუფი დაბომბვაში მოხვდა
მამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონის" მეთაური

„ნიკა დიდი ხნის მანძილზე, „ქართულ ლეგიონში“ იყო, შემდეგ, უკრაინის ინტერნაციონალურ ლეგიონს შეუერთდა. ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპა, მათი ჯგუფი დაბომბვაში მოხვდა და როგორც მითხრეს, ჭურვის ნამსხვრევებისგან არის დაღუპული. დაჭრილები და შესაძლოა, დაღუპულებიც იყვნენ უკრაინელ მებრძოლებშიც. ნიკა ფრონტის ხაზიდან უკვე გამოსვენებულია, ძალიან კარგი ადამიანი იყო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს“ - განაცხადა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა.

კლიშიივკასთან ქართველი მებრძოლის სიკვდილს გამოეხმაურა საქართველოს საელჩოც უკრაინაში. „„ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისას. მარადიული ხსოვნა!" - წერია უკრაინულ და ინგლისურ ენებზე საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

„მშვიდობით ძმაო, კეთილო და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულო კაცო.. რამდენი რამ დავგეგმეთ, ერთად როცა დავბრუნდებოდით საქართველოში. მაპატიე რომ შენს გვერდით არ ვიყავი. მშვიდობით და შეხვედრამდე იმიერ საქართველოში“ - ასე ემშვიდოებება თანამებრძოლს „ქართული ლეგიონის“ წევრი დავით მახარეიშვილი.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინის ომში დაცემული ქართველები 2014-2023

ნიკოლოზ ახვლედიანის ცხედარს საქართველოში, სავრაუდოდ მომავალ კვირაში გადმოასვენებენ. რუსეთის არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022) უკრაინის დროშის ქვეშ - 12 ქართველი მეომარი დაეცა. 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისამდე კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს, უკვე 52 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

ექვსი ქართველი მეომრის ცხედრის გამოსვენება დროებით ანექსირებული ბახმუტიდან ვერ მოხერხდა, ორი ქართველი მეომარი კი ოკუპირებულ მარიუპოლშია დაკრძალული.