ამერიკის შეერთებული შტატები ქუთაისის აეროპორტს სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო ჰაბად ქცევაში დაეხმარება. ამის შესახებ შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა. ელჩი კელი დეგნანი 1 აგვისტოს ქუთაისის აეროპორტს ეწვია.
„ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დიდი სარგებელი, რომელსაც ის დასავლეთ საქართველოს ფერმერებს მოუტანს თუკი სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბადაც გადაიქცევა", - აცხადებს ამერიკის დიპლომატიური მისია და ამ კუთხით მხარდაჭერას გამოხატავს.
"შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე“, - ნათქვამია საელჩოს მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.