შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ არ უნდა იქნას მიღებული ისეთი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც შეიძლება დაეხმაროს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციას. 2 ივნისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში სიტყვით გამოსვლისას, მან დასძინა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ანგარიშვალდებულებისა და უკრაინის რეკონსტრუქციისკენ.
ასევე ნახეთ: კრემლი: უკრაინის ნატოში გაწევრიანება მრავალწლიან პრობლემებს შექმნისრუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 16 თვის თავზე, ანალიტიკოსები ბლინკენის გამოსვლას აფასებენ, როგორც ვაშინგტონის პოლიტიკის მკაფიო გამოხატულებას უკრაინის მიმართ. ბლინკენმა თქვა, რომ უახლოესი კვირების და თვეების განმავლობაში ზოგიერთი ქვეყანა, სავარაუდოდ, ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. მისი თქმით, მშვიდობის დამყარების მცდელობამ შედეგად გრძელვადიანი მშვიდობა უნდა მოიტანოს და ის უკრაინის „სრული მონაწილეობითა და თანხმობით“ უნდა შედგეს.
„ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც არსებულ [ფრონტის] ხაზებს უბრალოდ გაყინავს და პუტინს საშუალებას მისცემს გააძლიეროს კონტროლი მის მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე, დაისვენოს, ხელახლა შეიარაღდეს და ხელახლა გადავიდეს შეტევაზე, არ არის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - თქვა ბლინკენმა.
„ეს დააკანონებს რუსეთის მიერ მიწების ხელში ჩაგდებას, დააჯილდოებს აგრესორს და დასჯის მსხვერპლს“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ: კიევის მტკიცებით, უკრაინამ რუსეთის 36 რაკეტა და დრონი ჩამოაგდოომის დასრულების შესახებ სხვადასხვა სამშვიდობო წინადადება რამდენიმე დედაქალაქში უკვე გაჟღერდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ის სახელდება, რომ იზრდება მსხვერპლი, ომის შედეგად მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა და სურსათზე გლობალური ფასები გაიზარდა, რამაც მსოფლიო ეკონომიკა შეარყია.
ჩინეთი ერთ-ერთი ქვაყანაა, რომელიც სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა. პეკინმა უკრაინის ომის დამთავრებისთვის მოლაპარაკებების საწარმოებლად სპეციალური წარმომადგენელიც კი დანიშნა. სამხრეთ აფრიკამ გასულ კვირას განაცხადა, რომ კიევი და მოსკოვი აფრიკელ ლიდერებთან სამშვიდობო გეგმის განხილვას დათანხმდნენ. ასევე საკუთარი ინიციატივით გამოვიდა ვატიკანი.
ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონი მუშაობს უკრაინასთან და სხვა მოკავშირეებთან გრძელვადიანი მშვიდობის ძირითადი ელემენტების თაობაზე თანხმობის მისაღწევად.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ - იქნება ეს ბრაზილიის, ჩინეთის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მცდელობებს - თუ ისინი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დაგვაყენებს“, - თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.